სიახლეები

გიმნაზიის ყოველდღიურობა, სიახლეები და ინფორმაციები

ძიება

მოსწავლეთა ოლიმპიადა ინფორმატიკაში

2018 წლის შემოდგომაზე გიმნაზიელები ინფორმატიკაში სრულიად საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადაში (OLYINFO) მონაწილეობდნენ. სასკოლო ეტაპზე, 2018 წლის 8 დეკემბერს,

გიმნაზიის მე-5 და მე-6 კლასებიდან 14-მა მოსწავლემ მოსინჯა საკუთარი შესაძლებლობები (მასწავლებლები: გიული ბუთხუზი და მერი ტერუნაშვილი). ფინალურ ტურში მარიამ ბოლოთაშვილი, გიორგი ლაღიძე, ანა მაველიშვილი და ლიზი ტალახაძე გადავიდნენ. 2018 წლის შემოდგომის სეზონის ფინალური ტური თბილისში, 23 დეკემბერს გაიმართა. ამავე დღეს გამოვლინენ გამარჯვებულები, რომელთა შორისაა გიმნაზიის ღირსი გიორგი ათონელის სახელობის მე-6 კლასის მოსწავლე ლიზი ტალახაძე (მასწავლებელი გიული ბუთხუზი). ოლიმპიადის ორგანიზატორებმა მონაწილეებსა და გამარჯვებულებს დიპლომები და საჩუქრები გადასცეს.

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

  • dummy+995 (0370) 27 0432

  • dummy gori.gimnazia@gmail.com

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

ძიება