სიახლეები

გიმნაზიის ყოველდღიურობა, სიახლეები და ინფორმაციები

ძიება

აპრილის მშვენიერი დღე მეოთხეკლასელებთან ერთად

2019 წლის 16 აპრილს წმ. ნინოს სახელობის მე-4 კლასის მოსწავლეებმა გიმნაზიის დარბაზში უმასპინძლეს სტუმრებს. მანამდე მეოთხეკლასელებმა გულისყურით

შეისწავლეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა „იავნანამ რა ჰქმნა?!”, გაითავისეს პერსონაჟების წუხილი თუ სიხარული და აპრილის მშვენიერ დღეს მაყურებელი კახეთსა და დაღესტანში ამოგზაურეს (კლასის ხელმძღვანელი ნონა ხიდაშელი). ქართული სიტყვითა და სიმღერით გამოწვეულმა სასწაულმა ერთნაირად გაუთბო გული პატარა ქეთოს- სცენაზე და მაყურებელს - დარბაზში. წარმოდგენის დასრულების შემდეგ კლასის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა გიმნაზიის ლიტერატურულ-თეატრალური წრის მასწავლებელს, ბატონ ქიშვარდ მანველიშვილს და მშობლებს თანადგომისთვის, მოსწავლეებს კი აქტიურობისათვის სიგელები გადასცა.

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

  • dummy+995 (0370) 27 0432

  • dummy gori.gimnazia@gmail.com

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

ძიება