11 ნოემბერს გიმნაზიის დარბაზში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთათვის ჩატარდა დ.
25-29 ოქტომბერს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში ჩატარდა აკაკი წერეთლის დაბადების 170-ე წლისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ იყო ინიცირებული.
კვირეულში მონაწილეობდნენ გიმნაზიის I-IX კლასის მოსწავლეები.
კონკურსში, დევიზით „სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი“, მონაწილეობისათვის გიმნაზიში შეირჩა ნოდარ კოკელიძისა (IXკლასი) და რატი ტლაშაძის (VIII კლასი) თხზულებები და წარდგა რესურსცენტრში, საიდანაც ორივე ნამუშევარი რეგიონულ ტურზე გაიგზავნა.
30 ოქტომბერი - გიმნაზიის დაბადების დღეა. სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძარში გიმნაზიის მოძღვართან, დეკანოზ იოანესთან (ცხვირაშვილი) ერთად საზეიმო მსახურება აღავლინა. წირვას გიმნაზიის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები და სტუმრები ესწრებოდნენ.
ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში მათემატიკური ოლიმპიადა ,,გონიერი“ მათემატიკის კათედრის ინიციატივით პირველად 2010 წლის გაზაფხულზე ჩატარდა. ოლიმპიადაში გიმნაზიის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდნენ გორის №3, №4 და ვარიანის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები. მეორე ტურში 171 მონაწილე გადავიდა. ოლიმპიადაში გამარჯვებულ სხვადასხვა კლასის 20 მოსწავლეს სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები გადაეცათ, 35 -მა წარმატებულმა მონაწილემ სიგელთან ერთად საჩუქრად ხატი მიიღო.
საბანკო რეკვიზიტები
ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია
ს.კ 218082848
ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22
ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90
საკონტაქტო მონაცემები
გორი, სამეფო ქ. #5
+995 (0370) 27 0432
gori.gimnazia@gmail.com
სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
ქეთევან ბებიაშვილი
ტელ: 571 399 323