01

გამარჯვება მოსწავლეთა 66-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაზე

2012 წლის 5 მაისს თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მოსწავლეთა 66-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. გიმნაზიის უფლის ხელთუქმნელი ხატის სახელობის მე-9 კლასის მოსწავლე გვანცა ლოლუა კონფერენციის ხელოვნებათმცოდნეობის სექციაზე წარდგა თემით „ჩემეული ბებერი ტაო...“.  ნაშრომი გიმნაზიის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის ქეთევან ლობჟანიძის ხელმძღვანელობით მომზადდა. ხელოვნებათმცოდნეობის სექციაში მოსწავლეთა ნაშრომებს ხელოვნებათმცოდნენი, თეატრმცოდნენი და ხელოვნების სხვადასხვა დარგის მეცნიერმუშაკები აფასებდნენ.

გიმნაზიის მოსწავლის უშუალო შთაბეჭდილებებით დატვირთული თემა ექსპერტებმა პროფესიულ დონეზე შესრულებულად მიიჩნიეს და მოპოვებული გამარჯვებისათვის გვანცა ლოლუას დიპლომი გადასცეს. დიპლომი ასევე გადაეცა გამარჯვებული მოსწავლის მასწავლებელს. ვულოცავთ მიღწეულ წარმატებას მასწავლებლსა და მოსწავლეს.

 

მსგავსი სტატიები

1

პედაგოგიური საბჭოს სხდომა

გიმნაზიის შენობა

„გენეთლია“ 2012

1

ალილო 2012

საბანკო რეკვიზიტები

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

ს.კ 218082848

ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

+995 (0370) 27 0432

 gori.gimnazia@gmail.com

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571 399 323