DSCN4346

„იავნანამ რა ჰქმნა?!“ მეხუთე კლასში

 

24 ოქტომბერს წმ. მოწამეთა დავითისა და კონსტანტინეს სახელობის მე-5 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მასწავლებელი მანანა კაკაურიძე. გაკვეთილის თემა იყო იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა ,,იავნანამ რა ჰქმნა?!“. მასწავლებელმა გაკვეთილის მიზნად  დაისახა მოსწავლეთა მიერ  მოთხრობის თემის განსაზღვრა-დასახელება, ავტორს სათქმელის გარკვევა ამ ნაწარმოებით და მოთხრობის მთავარი აზრის დადგენა. მეხუთეკლასელებმა ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებით ცხოვრებაზე, გაიხსენეს ნაწარმოების სიუჟეტი, დაახასიათეს პერსონაჟები, იმსჯელეს მათ ქმედებებზე,  შეაფასეს მოთხრობაში განვითარებული  მოვლენები და გააკეთეს სათანადო დასკვნები. განსაზღვრეს ნაწარმოების დედააზრი.   გაკვეთილზე გამოიყენეს წინასწარ მომზადებული საპრეზენტაციო მასალა ელექტრონულ ფორმატში. გაკვეთილის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა ნახეს   ამ მოთხრობის მიხედვით რეჯისორ ნანა ჯანელიძის მიერ გადაღებული ფილმი ,,იავნანამ რა ჰქმნა?!“. გაკვეთილს დაესწრნენ სახელმწიფო ენის კათედრის წევრები  ია ბჟალავა, მაია მელიქიშვილი, ნანა ცეცხლაძე, ისტ-ის მასწავლებელი გიული ბუთხუზი. დირექტორის მოადგილე თინათინ გვერდწითელი.  ფილმის ჩვენებას მოსწავლეებთან ერთად მათი მშობლებიც დაესწრნენ.

 

მსგავსი სტატიები

მათემატიკის განსხვავებული გაკვეთილი

მათემატიკის განსხვავებული გაკვეთილი

1

ხატვის კონკურსი

გიმნაზიის შენობა

„გენეთლია“ 2014

საბანკო რეკვიზიტები

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

ს.კ 218082848

ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

+995 (0370) 27 0432

 gori.gimnazia@gmail.com

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571 399 323