DSCN4621

გიმნაზიის მერვე დაბადების დღე

 

30 ოქტომბერსგიმნაზიის დაფუძნების დღე აღინიშნა. გიმნაზიის მოძღვარ რექტორმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ ეპარქიის სასულიერო დასთან ერთად ღირსი გიორგი მთაწმინდელის ტაძარში საზეიმო პარაკლისი აღავლინა გიმნაზიის მოსწავლეების, მათი მშობლების და მასწავლებლების მონაწილეობით.  პარაკლისის შემდეგ გიმნაზიელები სააქტო დარბაზში შეიკრიბნენ. მეუფე ანდრიამ დააჯილდოვა 2013-2014 სასწავლო წლის საუკეთესო კლასის ხელმძღვანელი და საუკეთსო  მასწავლებლები.  მასწავლებელთა საქმიანობის გათვალისწინებით და ჩატარებული გამოკითხვების საფუძველზე  ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ამჯერად  ეს ტიტული მიენიჭათ წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის მე-12 კლასის დამრიგებელს ნელი ნაოჭაშვილს, მასწავლებლებს: მანანა სირბილაძეს (მათემატიკა), მანანა კაკაურიძეს (ქართული ენა და ლიტარატურა). სიგელები გადაეცათ გიმნაზიის ბიბლიოთეკის გამორჩეულ მკითხველებს და მკითხველთა რაოდენობით გამორჩეულ კლასებს, ასევე  მათემატიკურ ოლიმპიადა „გონიერი 2014-ის“ გამარჯვებულ მოსწავლეებს. ტრადიციულად, სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ გიმნაზიის იმ თანამშრომლებს, რომელთაც 2014 წელს მრგვალი თარიღი შეუსრულდათ.

 

მსგავსი სტატიები

მათემატიკის განსხვავებული გაკვეთილი

მათემატიკის განსხვავებული გაკვეთილი

1

ხატვის კონკურსი

გიმნაზიის შენობა

„გენეთლია“ 2014

საბანკო რეკვიზიტები

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

ს.კ 218082848

ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

+995 (0370) 27 0432

 gori.gimnazia@gmail.com

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571 399 323