DSCN4117

მესამეკლასელების ერთი დღე ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში

 

2 მარტს, ღირსი გიორგი ათონელ;ის სახელობის მე-3 კლასი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელ მედეია აწკარუნაშვილის ინიციატივით ს.მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვია (კლასის ხელმძღვანელი ია ჯალალი). მუზეუმის მიერ შემოთავაზებული პროექტის, „ჯადოსნური დღე მუზეუმში“, ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი შიდა ქართლში არმოჩენილი არქეოლოგიური არტეფაქტები, ქართლის საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნივთები, ქართული ტრადიციული საკრავები და სამოსის ნიმუშები; ნახეს ანიმაციური ფილმი „წუნა და წრუწუნა“, სადაც ამოიცნეს მუზეუმში დაცული ექსპონატები. პროგრამის დასასრულს მესამეკლასელებმა დახატეს და გამოძერწეს საგამოფენო დარბაზებში ნანახი და ფილმში გამოყენებული ეთნოგრაფიული ნივთები. პროექტში მონაწილეობით მოსწავლეებმა გაიცნეს საკუთარი მხარის  კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები,  ტრადიციები, გაიზარდა მათი ინტერესი არქეოლოგიის მიმართ და ამაღლდა მოტივაცია საქართველოს ისტორიისა და ხელოვნების შესასწავლად. გამომშვილობებისას მე-3 კლასის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გადაეცათ სიგელები, დასტურად მუზეუმთან თანამშრომლობისა და მეგობრობისათვის.

 

მსგავსი სტატიები

დახურვა

დახურვა

გიმნაზიის შენობა

საშობაო ფესტივალი „გენეთლია“ 2016

გიმნაზიის შენობა

საშობაო ფესტივალი „გენეთლია“ 2016

საბანკო რეკვიზიტები

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

ს.კ 218082848

ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

+995 (0370) 27 0432

 gori.gimnazia@gmail.com

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571 399 323