12890910_1083583055016548_1411414493837923050_o

კონფერენციაზე „საქართველო - კულტურული ვაზისა და ღვინის სამშობლო“

 

აპრილს გიმნაზიელები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიერ ორგანიზებულ რესპუბლიკურ კონფერენციაზე „საქართველო - კულტურული ვაზისა და ღვინის სამშობლო“ მოხსენებით წარდგნენ. წმ. გიორგის სახელობის მე-12 კლასის მოსწავლეების, ლექსო მარიამიძის, გიორგი მეტონიძისა და გიორგი ჭელიძის მიერ თემის - „საქართველო ვაზისა და ღვინის სამშობლოა“- მომზადებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა ბერძენიშვილი ხელმძღვანელობდა. მონაწილეთა მგზავრობა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე -გორის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრმა უზრუნველყო.  კონფერნცია გელათის აკადემიში გაიმართა და სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასულ მონაწილეებთან ერთად მევენახეობისა და მეღვინეობის ქართველი და უცხოელი ექსპერტები ესწრებოდნენ. კონფერენციაზე გიმნაზიელებმა წარადგინეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ატენის დედათა მონასტერთან არსებული მარნის მონახულებისას მოკვლეული ინფორმაციოა ყურძნის ადგილობრივ ჯიშებსა და ღვინის დაყენების გამოყენებული ტექნოლოგიის შესახებ. მოხსენებამ მსმენელთა ინტერესი გამოიწვია. ორგანიზატორებმა კონფერენციის მონაწილეებს სიგელები და საჩუქრები გადასცეს

 

 

  

მსგავსი სტატიები

დახურვა

დახურვა

გიმნაზიის შენობა

საშობაო ფესტივალი „გენეთლია“ 2016

გიმნაზიის შენობა

საშობაო ფესტივალი „გენეთლია“ 2016

საბანკო რეკვიზიტები

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

ს.კ 218082848

ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

+995 (0370) 27 0432

 gori.gimnazia@gmail.com

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571 399 323