DSCN8270

კონკურსი „ჩვენი ენა ქართული“

ძველი ქართული ენა გიმნაზიაში ოთხწლიანი კურსით ისწავლება მე-5-მე-8 კლასებში (მასწავლებელი ნინო კვაღნიძე). სწორედ ამ საგანში მიღებული ცოდნის გაღრმავებას ემსახურებოდა 17 ივნისს გამართული კონკურსი „ჩვენი ენა ქართული“.

კონკურსში მონაწილეობდნენ წმ. მღვდელმთავარ გაბრიელის სახელობის და ღირსი იოანე ათონელის  სახელობის მე-5 კლასების მოსწავლეები (კლასის ხელმძღვანელები თამარ დეკანოსიძე და მარინე კახიაშვილი). საკონკურსო კითხვებზე ჯგუფების მიერ გაცემულმა პასუხებმა გამოავლინა მშობლიური ენის უძველესი ანბანის განვითარების ისტორიული ხაზის, ეპიგრაფიკული მემკვიდრეობის ნიმუშების, ასომთავრული (მრგლოვანი) ანბანის, ძველი ქართული სიტყვების განმარტებისა და  ანდაზების კარგი ცოდნა. ამ ცოდნით  შეიარაღებული  მოზარდი შეძლებს დაინახოს ურღვევი კავშირი წარსულთან და კიდევ უფრო მეტი მონდომებითა და ხალისით განაგრძობს  ძველი ქართული ენის შესწავლას.

 

მსგავსი სტატიები

დახურვა

დახურვა

გიმნაზიის შენობა

საშობაო ფესტივალი „გენეთლია“ 2016

გიმნაზიის შენობა

საშობაო ფესტივალი „გენეთლია“ 2016

საბანკო რეკვიზიტები

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

ს.კ 218082848

ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

+995 (0370) 27 0432

 gori.gimnazia@gmail.com

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571 399 323