DSCN0466

გიმნაზიის დაარსებიდან 10 წლისთავი

2016 წლის 30 ოქტომბერს გიმნაზიის დაფუძნებიდან 10 წელი შესრულდა. ამ დღის აღსანიშნავად ერთად შეიკრიბნენ გიმნაზიის მოსწავლეები, კურსდამთავრებულები, მასწავლებლები, მშობლები. გიმნაზიის რექტორმა, გორისა და ატენის

მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) დალოცა  შეკრებილება და ყველას მიულოცა გიმნაზიის 10 წლისთავი. მეუფე ანდრიამ საზეიმო საღამოზე სიგელები გადასცა 2015-2016 სასწავლო წლის წარჩინებულ 43 მოსწავლეს. ასევე დაჯილდოვდნენ გასული სასწავლო წლის საუკეთესო მასწავლებლები და კლასის ხელმძღვანელები: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და წმ თეოდორე კველთელის სახელობის კლასის ხელმძღვანელი ცისია ვანიშვილი და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი და ღირსი გიორგი ათონელის სახელობის კლასის ხელმძღვანელი ია ჯალალი. ტრადიციისამებრს, ამ დღეს დასაჩუქრდნენ გიმნაზიის ის თანამშრომლები, რომლებსაც 2016 წელს დაბადებიდან მრგვალი თარიღი შეუსრულდათ. მღვდელმთავარმა ყველას წარმატება და ღვთის შეწევნა უსურვა საქმიანობაში.

 

 

შემდეგ კი სცენა დაეთმო სპექტაკლს გიმნაზიის ლიტერატურული თეატრის დასისა (ხელმძღვანელი ზვიად ხუბულური) და სიმღერისა და გალობის გუნდის (ხელმძღვანელი ლელა მერაბიშვილი) წევრთა მონაწილეობით. შემოქმედებითი წრეების აღსაზრდელებმა წარმოადგინეს ლიტერატურული სპექტაკლი „მწყემსი“. სპექტაკლის გაფორმებაზე იმუშავა გიმნაზიის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლმა მარიამ სანადირაძემ.

 

 

საღამოს დასასრულს გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა დეკანოზმა ბორისმა (ნიჩიპეროვიჩი) გიმნაზიის ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები დააჯილდოვა. უკვე ტრადიციად იქცა გიმნაზიის დაბადების დღეს კურსდამთავრებულებთან შეხვედრა. არც წლევანდელი წელი იყო გამონაკლისი, და შეხვედრა შედგა. ბოლო სამი წლის მანძილზე გიმნაზია 41 მოსწავლემ დაამთავრა და ყველა აგრძელებს სწავლას საქართველოს სხვადასხვა სასწავლებელში. საუბრის შემდეგ მამა ბორისმა დალოცა სტუდენტები და   ქვეყნის სასიკეთოდ სწავლა და გარჯა უსურვა

 

 

მსგავსი სტატიები

დახურვა

დახურვა

გიმნაზიის შენობა

საშობაო ფესტივალი „გენეთლია“ 2016

გიმნაზიის შენობა

საშობაო ფესტივალი „გენეთლია“ 2016

საბანკო რეკვიზიტები

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

ს.კ 218082848

ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

+995 (0370) 27 0432

 gori.gimnazia@gmail.com

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571 399 323