მიღწევა სასწავლო-კვლევით კონფერენციაზე

მიღწევა სასწავლო-კვლევით კონფერენციაზე

2023 წლის 20 მაისს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის 76-ე სასწავლო-კვლევითი კონფერენციის ფინალური ტურის მონაწილეებს უმასპინძლა.

კონფერენციაში საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზის ღირსი გიორგი ათონელის სახელობის მე-10 კლასის მოსწავლის, თათია მაყიშვილის მოხსენება - „მდგრადი განვითარების მე-6 მიზანი - სუფთა წყალი და სანიტარია“, კონფერენციის ორგანიზატორებმა სხვა 11 მოსწავლის ნაშრომთან ერთად ქიმიის სექციის ფინალურ ეტაპზე წარსადგენად შეარჩიეს. თათია მაყიშვილი გიმნაზიის ნორჩ მკვლევართა კლუბის აქტიური წევრია. წყალთან დაკავშირებულ კვლევას კლუბის მეურვე და გიმნაზიის ქიმიის მასწავლებელი ნელი ნაოჭაშვილი ხელმძღვანელობდა. მომხსენებელმა და მისმა ნაშრომმა კონფერენციის შემფასებელი კომისიის მოწონება დაიმსახურა და თათია მაყიშვილს, მეორე ადგილის დაკავებისთვის, დიპლომი გადაეცა. ვულოცავთ თათიას და ქალბატონ ნელი ნაოჭაშვილს ამ მიღწევას სამეცნიერო სარბიელზე!

მსგავსი სტატიები

სტუმრად „ბუდრუგანა-გაგრაში“

სტუმრად „ბუდრუგანა-გაგრაში“

სააღდგომო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა

სააღდგომო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა

გამარჯვება შიდა ქართლის რეგიონულ თამაშებში

გამარჯვება შიდა ქართლის რეგიონულ თამაშებში

საბანკო რეკვიზიტები

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

ს.კ 218082848

ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

+995 (0370) 27 0432

 gori.gimnazia@gmail.com

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571 399 323