გიმნაზიის შენობა

არჩილ კირილეს-ძე ხარაძე

1912  წელს  დაამთავრა  თბილისის  ვაჟთა  მესამე  გიმნაზია  და  შევიდა  მოსკოვის უნივერსიტეტის  ფიზიკა- მათემატიკის  ფაკულტეტის  მათემატიკურ  განყოფილებაზე.

1918  წელს  მიიწვიეს  მათემატიკური  ანალიზის  კათედრაზე  ასისტენტად  ახლად დაარსებულ  თბილისის  უნივერსიტეტში.

აღსანიშნავია, რომ არჩილ  ხარაძემ  პირველმა  წაიკითხა  ქართულად ლექცია  მათემატიკაში. 1922  წელს  ჩააბარა  სადოქტორო  გამოცდები  და  დატოვეს  დოცენტად  მათემატიკური  ანალიზის  კათედრაზე, რომელსაც განაგებდა  ანდრია  რაზმაძე. მისი გარდაცვალების  შემდეგ  უნივერსიტეტის  სამეცნიერო  საბჭომ არჩილ  ხარაძე  აირჩია პროფესორად და  დაამტკიცეს  კათედრის  გამგედ. ერთხანს იყო  დეკანიც, ხოლო 1938-1944  წლებში  იყო  უნივერსიტეტის  პრორექტორი. 1947-1952  წლებში  სულხან-საბა  ორბელიანის   სახელობის  პედაგოგიური  ინსტიტუტის   რექტორი.

არჩილ  ხარაძე  წლების  მანძილზე  ხელმძღვანელობდა რესპუბლიკის  მათემატიკურ საზოგადოებას.  დაჯილდოებული იყო  შრომის  წითელი  დროშის  და  საპატიო  ნიშნების  ორდენებით  და  მედლებით.

არჩილ  ხარაძე  დაკრძალულია  მწერალთა  და  საზოგადო  მოღვაწეთა  დიდუბის  პანთეონში.

ქართულ  მათემატიკურ  სკოლას  საფუძველი  ჩაუყარა  ოთხმა  დიდმა  მეცნიერმა: ანდრია  რაზმაძემ,  გიორგი  ნიკოლაძემ,  ნიკო  მუსხელიშვილმა  და  არჩილ  ხარაძემ. ამ  მათემატიკური  პორიფეების  მეშვეობით  შემდგომში  ჩამოყალიბდა საქართველოს   ძლიერი  მათემატიკური  მეცნიერება.

მათემატიკის  უმაღლესი  დანიშნულებაა, ვიპოვოთ  წესრიგი  იმ  ქაოსში, რომელიც  ჩვენს  გარშემოა.

ნ.  ვინერი

მსგავსი სტატიები

შოთა რუსთაველის წლისადმი მიძღვნილი კონფერენცია

შოთა რუსთაველის წლისადმი მიძღვნილი კონფერენცია

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის ღვაწლსადმი მიძღვნილი კონფერენცია

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის ღვაწლსადმი მიძღვნილი კონფერენცია

წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა კონფერენცია

წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა კონფერენცია

საბანკო რეკვიზიტები

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

ს.კ 218082848

ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

+995 (0370) 27 0432

 gori.gimnazia@gmail.com

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571 399 323