05.06.2011 წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის და წმ. მოწამეთა დავით და კონსტანტინეს სახელობის პირველი კლასის მოსწავლეებს შორის გაიმართა ინტელექტუალური თამაში ,
,რა, სად, როდის?". მოსწავლეები ქართულის, მათემატიკის და ბუნების საპროგრამო მასალიდან მომზადებულ კითხვებს პასუხობდნენ. პატარა ინტელექტუალებმა მონდომებით ითამაშეს და კარგად გაართვეს თავი დასმულ შეკითხვებს. კონკურსი თანაბარი ანგარიშით დასრულდა. გამოვლინდა საუკეთესო მოთამაშე - ნიკა სამნიაშვილი.