2021 წლის 28 დეკემბერს წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის პირველ კლასში საქმიანი განწყობა სუფევდა (კლასის ხელმძღვანელი და ქართული ენის მასწავლებელი ცისია ვანიშვილი).
საზეიმოდ გამოწყობილი მოსწავლეებო მონდომებით ასრულებდნენ სახალისო დავალებებს ქართულსა და მათემატიკაში (მათემატიკის მასწავლებელი მანანა სირბილაძე), რითაც შეაჯამეს პირველი სემესტრის განმავლობაში დაგროვილი ცოდნა. პირველკლასელებს წარმატება თოვლის პაპამ მიულოცა და საჩუქრები გადასცა. მასწავლებლებს კი აუსრულდათ საახალწლო ნატვრა - ჰყავთ გონიერი, მოაზროვნე, შრომისმოყვარე და სხარტი მოსწავლეები!