ვიზიტი საბავშვო ბაღში

ვიზიტი საბავშვო ბაღში

2022 წლის 9 ივნისს გიმნაზიის მოსწავლეებმა  გადავწყვიტეთ, ცდები ჩაგვეტარებინა იოაკიმ და ანას სახელობის საბავშვო ბაგა-ბაღში. ჩვენი მიზანი იყო, რომ ადრეულ ასაკშივე გაგვეღვივებინა ბავშვებში ქიმიის სიყვარული და მისი სწავლის სურვილი.

მზადების პროცესში ჩავერთეთ წმ. მეფე დავით აღმაშენებელის სახელობის მე-10 კლასის მოსწავლეები: ანა ლოლიშვილი, ანა კახნიაშვილი, თინათინ სურმელაშვილი და მარიამ ჯალაღანია. კლუბის,  „ქიმიკოსი XXI”-ის წევრებმა გადავწყვიტეთ, ბაღის აღსაზრდელებისთვის სახალისო და უხიფათო ცდები ჩაგვეტარებინა. ჩვენ გვსურდა, რომ  ბავშვებს გამოეჩინათ ცდებში ჩართვის ინიციატივა. ჩვენი მოლოდინები გამართლდა და ბავშვები, ინტერესით სავსე თვალებით, ცდებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამდნენ.

ჩავატარეთ შემდეგი ცდები: იო-იო, შუქნიშანი, ბურთი და ლურსმანი, კვერცხის ბოთლში ჩაგდება, ფერების გადასვლა, რძეში ფერები, სპილოს კბილის პასტა, ფარაონის გველები და ფერადი კანფეტები.

მსგავსი სტატიები

ვირტუალური მოგზაურობა წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტში

ვირტუალური მოგზაურობა წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტში

პედაგოგიური საბჭოს ონლაინ სხდომა

პედაგოგიური საბჭოს ონლაინ სხდომა

საბანკო რეკვიზიტები

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

ს.კ 218082848

ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

+995 (0370) 27 0432

 gori.gimnazia@gmail.com

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571 399 323