მოსწავლეთა გუნდის სამგალობლო ოსტატობის დახვეწისთვის

მოსწავლეთა გუნდის სამგალობლო ოსტატობის დახვეწისთვის

2024 წლის 27 ოქტომბერს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზიაში საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის სასწავლო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტების მიერ გორისა და ატენის ეპარქიის მგალობელთა გუნდებისთვის მოსმენა-მასტერკლასები ჩატარდა.

გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას კურთხევით, სხვა გუნდებთან ერთად, მასტერკლასებს დაესწრნენ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძრის მგალობლები სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა და კურსდამთავრებულთა გუნდებიდან (რეგენტი ლელა მერაბიშვილი).

ბატონ მალხაზ ერქვანიძის მიერ ჩატარებულ მასტერკლასზე განიხილეს მგალობელთა გუნდების რეპერტუარი; ყურადღება გამახვილდა საშემსრულებლო ოსტატობაზე, გალობის მანერაზე. მგალობლებმა მიიღეს მათთვის საინტერესო და სასარგებლო რეკომენდაციები. მასტერკლასებში სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებთან ერთად მუსიკის მასწავლებლებიც მონაწილეობდნენ.

მსგავსი სტატიები

ვირტუალური მოგზაურობა წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტში

ვირტუალური მოგზაურობა წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტში

პედაგოგიური საბჭოს ონლაინ სხდომა

პედაგოგიური საბჭოს ონლაინ სხდომა

საბანკო რეკვიზიტები

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

ს.კ 218082848

ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

+995 (0370) 27 0432

 gori.gimnazia@gmail.com

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571 399 323