გიმნაზიის დაბადების დღე

გიმნაზიის დაბადების დღე

30 ოქტომბერს აღინიშნა გიმნაზიის დაბადების დღე. 18 წლის წინ სკოლა-გიმნაზიამ სამინისტროსგან მიიღო სწავლების უფლება. აქ ამჟამად სწავლობს 550 მოსწავლე და სწავლა-სწავლების პროცესს უზრუნველყოფს 77 თანამშრომელი. კურსდამთავრებულთა 10-მა თაობამ დაამთავრა  ჩვენი სასწავლებელი.

სკოლა-გიმნაზიაში 30 ოქტომბერი ყოველწლიურად აღინიშნება. გორისა და ატენის მიტროპოლიტმა,  სკოლა-გიმნაზიის რექტორმა, მეუფე ანდრიამ (გვაზავა) სასწავლებელში მოღვაწე სამღვდელო პირებთან (დეკანოზი ბორისი (ნიჩიპეროვიჩი), დეკანოზი იოანე (ბონდარენკო), დეკანოზი ბასილი (ფოსური) ერთად გადაიხადა პარაკლისი. შემდგომ სასულიერო პირები, მასწავლებელები, სკოლა-გიმნაზიის კურსდამთავრებულები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ საზეიმო საღამოს, რომელზეც წარმოდგენილი გახლდათ სპექტაკლი „ვერის უბნის მელოდიები“ მეშვიდეკლასელების შესრულებით; მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები. ტრადიციულად, სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ იმ პედაგოგებს, რომლებსაც შეუსრულდათ მრგვალი თარიღი. მეუფე ანდრიამ დალოცა ყველა, გაიხსენა გიმნაზიის ისტორია და ყველას მოუწოდა სიყვარულით ცხოვრებისკენ; თითოეულ მოსწავლეს უსურვა საკუთარი ღირსეული ადგილის დამკვიდრება ცხოვრებაში.

{gallery}GIMNAZIA/SIAXLEEBI/2024_WELI/OQTOMBERI/GIMNAZIIS_DABADEBISDGE{\gallery}

მსგავსი სტატიები

ვირტუალური მოგზაურობა წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტში

ვირტუალური მოგზაურობა წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტში

პედაგოგიური საბჭოს ონლაინ სხდომა

პედაგოგიური საბჭოს ონლაინ სხდომა

საბანკო რეკვიზიტები

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

ს.კ 218082848

ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

+995 (0370) 27 0432

 gori.gimnazia@gmail.com

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571 399 323