„გაბრიელ ეპისკოპოსი - მეცნიერი და მოძღვარი“

„გაბრიელ ეპისკოპოსი - მეცნიერი და მოძღვარი“

22 ნოემბერს ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „გაბრიელ ეპისკოპოსი - მეცნიერი და მოძღვარი“, რომელიც მიეძღვნა წმ. გაბრიელ ქიქოძის ხსოვნას. მასში მონაწილეობდნენ პედაგოგები და მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზიის X კლასის მოსწავლემ, თეოდორე მესტუმრიშვილმა, წარადგინა მოხსენება სათაურით „სულიერ ფასეულობათა მნიშვნელობა პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში“ (ხელმძღვანელი: მარიამ საური). მოსწავლემ ნაშრომში მიმოიხილა წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ სხვადასხვა ქადაგებაში დასახელებული მნიშვნელოვანი საკითხები:

ის სულიერი ღირებულებები, რომლებიც ხელს უწყობს მოზარდის ღირსეულ ადამიანად და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას;

თანამედროვე ახალგაზრდებში ფასეულობათა დეგრადაცია და მისი მიზეზები;

მოძღვრის როლი მოზარდის ცხოვრებაში;

ოჯახის, სკოლისა და ეკლესიის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა ბავშვის აღზრდის პროცესში.

კონფერენცია გახლდათ ძალზე საინტერესო და მრავალფეროვანი თემატიკით დატვირთული. ღონისძიების მიწურულს ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატებითა და საჩუქრებით.

მსგავსი სტატიები

ვირტუალური მოგზაურობა წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტში

ვირტუალური მოგზაურობა წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტში

პედაგოგიური საბჭოს ონლაინ სხდომა

პედაგოგიური საბჭოს ონლაინ სხდომა

საბანკო რეკვიზიტები

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

ს.კ 218082848

ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

+995 (0370) 27 0432

 gori.gimnazia@gmail.com

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571 399 323