პირველკლასელთა მიღებას  2026-2027

პირველკლასელთა მიღებას 2026-2027

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია აცხადებს პირველკლასელთა მიღებას 2026-2027 სასწავლო წლისათვის (ადგილები შეზღუდულია)

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია აცხადებს პირველკლასელთა მიღებას 2026-2027 სასწავლო წლისათვის (ადგილები შეზღუდულია) საბუთები მიღების ვადები: I ეტაპი - 2026 წლის 9 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით მიიღება სკოლა-გიმნაზიის      მოსწავლეთა და-ძმისა და თანამშრომელთა შვილების საბუთები; II ეტაპი - 2026 წლის 23 მარტიდან მიიღება მსურველთა საბუთები. მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი საბუთები მიიღება განცხადებასთან ერთად. მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს: მოსწავლის დაბადების მოწმობა - დედანი, მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი ნოტარიალურად დამოწმებული, რეგისტრაციის ბარათი სამოქალაქო რეესტრიდან, მოსწავლის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა, მოსწავლის მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლები მობილური ტელეფონის ნომრებისა და ელ. ფოსტის მისამართების მითითებით, სოციალურად დაუცველობის შესახებ ამონაწერი სააგენტოდან (თუ არის) 2026 წლის მარტის მდგომარეობით, ობოლი თუ არის, მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი, და-ძმების დაბადების მოწმობების ასლები თუ მრავალშვილიანი ოჯახიდანაა (4 და მეტი დედმამიშვილი ოჯახში), სარეგისტრაციო გადასახადისა (10 ლარი) და სწავლების ერთი თვის საფასურის გიმნაზიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის ქვითარი, მოსწავლის ფოტო 3X4 – 3 ცალი. მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს განცხადებისა და საბუთების შემოტანა შეუძლია მისამართზე: ქ. გორი, სამეფო ქ. N5 (დირექტორის ოთახის მისაღებში) 9:00-დან 16:00 საათამდე, სამუშაო დღეებში. მოსწავლის რეგისტრაცია და ჩარიცხვა განხორციელდება სკოლა-გიმნაზიის მიერ მხოლოდ მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში. შენიშვნა: სკოლა-გიმნაზიაში ჩაირიცხებიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს. საბანკო ანგარიშის ნომერი: ს.ს. ბაზისბანკი   CBASGE22 ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90                                           სკოლა-გიმნაზიის დირექცია

მსგავსი სტატიები

ვირტუალური მოგზაურობა წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტში

ვირტუალური მოგზაურობა წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტში

პედაგოგიური საბჭოს ონლაინ სხდომა

პედაგოგიური საბჭოს ონლაინ სხდომა

საბანკო რეკვიზიტები

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

ს.კ 218082848

ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

+995 (0370) 27 0432

 gori.gimnazia@gmail.com

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571 399 323