გეომეტრია და ხელოვნება - კავშირი ორ დისციპლინას შორის

30 აპრილს წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მე-7 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი  თემაზე  „გეომეტრია და ხელოვნება - კავშირი ორ დისციპლინას შორის“ (მასწავლებლები  ციური ბერუაშვილი და ქეთევან ლობჟანიძე). მათემატიკის მასწავლებელმა განიხილა ღერძული სიმეტრიის საკითხები. მოსწავლეებმა დაასახელეს სიმეტრიის მაგალითები ბუნებაში, ნახაზის სახით წარმოადგინეს სიმეტრიულობა წერტილებს, მონაკვეთებსა და ფიგურებს შორის. ხელოვნების მასწავლებელმა სიმეტრია განიხილა არქიტექტურაში, მხატვრობასა და ქანდაკებაში. მეშვიდეკლასელებმა მოიყვანეს კონკრეტული, წამოსახვითი და სარკისებური სიმეტრიის გამოყენების მაგალითები ხელოვნებაში, როგორც უცხოური ნიმუშების, ასევე ქართული ტაძრებისა და ფრესკების მაგალითზე.

მოსწავლეთა ჯგუფური განხილვები ასევე შეეხო გეომეტრიული ფორმების (სამკუთხედი, მართკუთხედი, წრე) გამოყენებას ხელოვნებაში. ორ დისციპლინას შორის კავშირის დასადასტურებლად საუბარი შეეხო  თანამედროვე ხელოვნების მიმდინარეობებს (კუბიზმი და ფუტურიზმი),  რომლებიც ასევე კავშირშია გეომეტრიასთან.

 

DSCN2063 DSCN2069 DSCN2070 DSCN2072

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

ჩვენი რეკვიზიტები

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571399323

ძიება