ფარნავაზიდან იაკობამდე

 

15 მაისს, წმ. მოწამეთა შალვა, ბიძინა და ელიზბარის სახელობის V კლასის მოსწავლეებმა შემეცნებითი წარმოდგენა  - „ფარნავაზიდან იაკობამდე“ გამართეს (მასწავლებელი ნელი მჭედლიშვილი). მოსწავლეებმა ქართული ანბანისა და ენის წარმოშობაზე, ისტორიაზე, მნიშვნელობაზე, სიმდიდრესა და სილამაზეზე, ცნობილი მწერლებისა თუ საზოგადო მოღვაწეთა არაერთი სიტყვა წარმოთქვეს. გიმნაზიელების გამოსვლების პარალელურად, მაყურებელს საშუალება ჰქონდა თვალი ედევნებინა ფოტოპრეზენტაციისთვის, რაც კიდევ უფრო მეტად დაეხმარა დამსწრე აუდიტორიას, დაფიქრებულიყო - რამდენ განსაცდელს გაუძლო ქართულმა ანბანმა, ქართულმა ენამ ფარნავაზიდან იაკობამდე და მოვიდა XXI საუკუნემდე. ღონისძიების მიზანსაც სწორედ ამ გზის ჩვენება წარმოადგენდა.

 

DSCN9592 DSCN9594 DSCN9599 DSCN9607 DSCN9614 DSCN9622

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

ჩვენი რეკვიზიტები

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571399323

ძიება