„ვკითხულობ, ვაზროვნებ, ვანგარიშობ, ვმეგობრობ“ - გამარჯვებულთა დაჯილდოება


11 ივნისს, გიმნაზიაში, ქალაქ გორის მერიის მიერ თანადაფინანსებული პროექტის -„ვკითხულობ, ვაზროვნებ, ვანგარიშობ, ვმეგობრობ“ - გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. პროექტშის ფარგლებში გამართულ გუნდურ ჭიდილში ქართულსა და მათემატიკაში გიმნაზიელებთან ერთად ქ. გორის 11 საჯარო სკოლის 44 გუნდი მონაწილეობდა. დაჯილდოების ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ ქ.გორის მერის მოადგილე ბატონი ნუკრი ჯოხაძე, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ბატონი ზურაბ ქარელი, საჯარო სკოლების დირექტორები და მასწავლებლები.  გიმნაზიის წარმომადგენლებმა წარმატებულ მოსწავლეებს სიგელებთან ერთად ინდივიდუალური საჩუქრები გადასცეს, პირველ ადგილზე გასულ გუნდებმა კი ციფრული ფოტოკამერები დაიმსახურეს. სტუმრების წინაშე გიმნაზიელები მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით წარდგნენ. დასასრულს, გიმნაზიის დირექტორმა მამა ბორისმა პროექტის მონაწილენი და ხელშემწყობნი დალოცა წარმატება უსურვა.

ვუსურვებთ  ჩვენს მოზარდებს არაერთი გამარჯვება  მოეპოვებინოთ ცოდნითა და ერთობით!

 

 

DSCN0734 DSCN0746 DSCN0748 DSCN0751 DSCN0755 DSCN0759 DSCN0764 DSCN0765 DSCN0766 DSCN0780 DSCN0792 DSCN0793

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

ჩვენი რეკვიზიტები

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571399323

ძიება