მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის

 

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში  მასწავლებლის სრულფასოვნად და ეფექტურად ჩართვისა და  მუშაობის მიზნით გიმნაზიაში 2 ოქტომბერს გაიმართა  მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც დირექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში მანანა კაკაურიძემ მასწავლებლებს გააცნო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული გზამკვლევი, ესაუბრა თუ როგორ ხდება მათი გადანაწილება სქემაში, რა პასუხისმგებლობები ეკისრებათ მათ, რა ნაბიჯები უნდა გადადგან თითოეული სტატუსის მქონე მასწავლებელმა.  პედაგოგებს  განუმარტა  ფასილიტატორებისა და შეფასების ჯგუფის  მნიშვნელობა და საქმიანობა. შეხვედრის დასასრულს კათედრებს დაევალათ 6 ოქტომბრამდე წარმოადგინონ ფასილიტატორებისა და შეფასების ჯგუფის კანდიდატების გვარები.

 

DSCN0239 DSCN0240 DSCN0241 DSCN0242

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

ჩვენი რეკვიზიტები

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571399323

ძიება