ინტეგრირებული გაკვეთილები პირველ კლასებში

 

12 ნოემბერს წმ. ნინოს სახელობის პირველ კლასში და 13 ნოემბერს წმ. იოანე ღვთისმეტყველისა და წმ. მოციქულ სვიმეონ კანანელის  სახელობის 1-ელ კლასებში ჩატარდა ბუნებისმეტყველებისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილები თემაზე „შემოდგომა“ (მასწავლებლები ნონა ხიდაშელი და მარიამ სანადირაძე). გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებმა ჩამოთვალეს თვეები, კითხვა-პასუხის მეშვეობით დაახასიათეს შემოდგომის თავისებურებანი, ისაუბრეს ბუნებაში მომხდარი ცვლილებების შესახებ, გაკვეთილზე გამოყენებული შემოდგომის ტყის ვიდეო-კოლაჟის მეშვეობით გაიხსენეს შემოდგომის ფერები. პირველკლასელებმა პლასტილინისგან შემოდგომის ხილი გამოძერწეს და გაკვეთილის დასასრულს ნამუშევრები თანაკლასელებს წარუდგინეს.

 

DSCN3146 DSCN3150 DSCN3151 DSCN3158 DSCN3173 DSCN3177

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

ჩვენი რეკვიზიტები

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571399323

ძიება