ინტელექტუალური სასკოლო ჩემპიონატი

2019 წლის 12 მარტს ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში „ტვინების ბრძოლის“ შიდა სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა.

შეჯიბრი ორ ასაკობეივ ჯგუფში გაიმართა. განსაკუთრებული ინტერესი მე-4 და მე-5 კლასების მოსწავლეებმა გამოიჩინეს (კლასის ხელმძღვანელები: ნონა ხიდაშელი, ქეთევან კორაშვილი, ნელი მჭედლიშვილი, ია ნაროზაშვილი, ქეთევან ლობჟანიძე). ასპარეზობაში 18 გუნდი მონაწილეობდა, გამარჯვებული კი წმ. კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის მე-5 კლასის გუნდი „უცნობები“ გახდა. მე-6, მე-7 და მე-8 კლასელთა შორის ჩატარებულ თამაშში, რომელშიც 10 გუნდი მონაწილეობდა (კლასის ხელმძღვანელები: ლელა ყეინაშვილი, მარინე კაპანაძე, რუსუდან მღებრიშვილი, მარინე კახიაშვილი), ჩემპიონი ღირსი იოანე ათონელის სახელობის მე-8 კლასის გუნდი „მეგატვინები“ გახდა. გამარჯვებულ გუნდებს დიპლომები გადაეცათ. ჩემპიონატის ჩატარებაში გიმნაზიის ადმინისტრაციასა და მასწავლებლებს ასისტენტობას გიმნაზიელები: მიხეილ აბალაკი, ნინო კარელიძე და თეკლა გაბლიშვილი უწევდნენ.

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

ჩვენი რეკვიზიტები

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571399323

ძიება