პროექტი სამოქალაქო განათლებაში

2022-2023 სასწავლო წელს სასწავლო გეგმის გათვალისწინებით მეათე კლასს დაემატა სავალდებულო პროექტები. სამოქალაქო განათლებაში  პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად გადაწყვიტეს საინფორმაციო სახის პროექტების განხორციელება (მასწავლებელი თინათინ გვერდწითელი).

ღირსი გიორგი ათონელის სახელობის კლასის მოსწავლეებმა ერთი სემესტრის განმავლობაში იმუშავეს გიმნაზიის მოსწავლეთა თვითმმართველობის დებულებაზე; შეისწავლეს თვითმმართველობის დაფუძნების წინაპირობები, მოამზადეს და საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეთათვის ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები.

გიმნაზიაში ტურისტული კლუბის დაფუძნების მიზნით სემესტრის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა წმ. მღვდელმოწამე თეოდორე კველთელის სახელობის კლასი. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, შეხვდნენ ექსპერტებს, მოამზადეს კლუბის დებულება და გამართეს საინფორმაციო შეხვედრები მე-8-მე-11 კლასელთათვის.

დეკემბრის ბოლოს საინფორმაციო შეხვედრებზე განხილულმა საკითხებმა გიმნაზიელთა დაინტერესება გამოიწვია; დაისვა მრავალი კითხვა, რომელზეც მეათეკლასელებმა ამომწურავად უპასუხეს. მოსწავლეებმა გამოავლინეს ჯგუფური მუშაობისა და წარდგენის კარგი უნარი. განხორციელებულმა პროექტებმა მოსწავლეები დაარწმუნეს, სიახლის შემოტანა გიმნაზიაში მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მათ აქტიურ მუშაობაზე.

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

ჩვენი რეკვიზიტები

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571399323

ძიება