30 აპრილს, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზიას მათემატიკის კათედრის მოწვევით (კათედრის ხელმძღვანელი მარიამ ჩუხრუკიძე) ტერა ბანკის წარმომადგენლები ესტუმრნენ. ტერა ბანკის,
საქართველოს ბანკისა და ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებული პროექტის, ,,ფინედუ სკოლებში“ ფარგლებში ფინედუს დესპანები მე-10 კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ. ჩატარდა ინტერაქტიული გაკვეთილი, რომელიც დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტვობებით და თამაშებით. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია: საბანკო მომსახურების, „ფიშინგის“, ლარის ისტორიის და სხვა საკითხებზე. გაიმართა დისკუსია. სტუმრებმა პროექტის ფარგლებში სკოლა-გიმნაზიას საჩუქრად გადასცეს წიგნები ფინანსური განათლების შესახებ და აქტივობებისთვის საჭირო ბარათები.

