სიახლეები

გიმნაზიის ყოველდღიურობა, სიახლეები და ინფორმაციები

ძიება

ქართული ენისა და ლიტერატურის კვირეული

სკოლა-გიმნაზიაში 25.05-01.06 გაიმართა ქართული ენისა და ლიტერატურის კვირეული, რომელშიც ჩაერთნენ სახელწიფო ენის კათედრის წევრები და მოსწავლეები.

კვირეულის მიზანი გახლდათ:

  • სასკოლო საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება ქართული ენისა და ლიტარატურის, როგორც ეროვნული თვითმყოფადობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის, მიმართ;
  • თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან დაკავშირება;
  • მოსწავლეებში გუნდური და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებისა განვითარება;
  • მოსწავლეებისა და სასკოლო საზოგადოებისთვის სწავლა-სწავლების პროცესის გამრავალფეროვნება;
  • მშობლიური ენისა და ლიტერატურის მნიშვნელობის გააზრება.

დღე I

  • ღონისძიება: კვირეულის გახსნა (მისასალმებელი სიტყვა --კათედრის წევრები).
  • თემატური პლაკატების გამოფენა და კუთხის მოწყობა.
  • სხვადასხვა თემაზე მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნამუშევრების  გამოფენა.
  • მეორადი ნივთებისაგან - მოსწავლეთა მიერ დამზადებული თოჯინების თეატრის გამოფენა.

დღე II

მე-9 კლასელების კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა;

მოსწავლეთა მიერ შექმნილი ინფორმაციული ვიდეოების ჩვენება თემებზე:

„მეფე მირიანი და ნანა დედოფალი“;

იოანე ზოსიმე და „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“,

„დავათის სტელა“.

თორნიკე მღებრიშვილის მიერ შექმნილი ელექტრონული თამაშის „დაასრულე აფორიზმის“ (ბმული:  

https://tortoys.neocities.org/aforizmebi/ ), სამაგიდო თამაშების „დაასრულე აფორიზმი“, გახსოვს თუ არა არქაიზმი?“ პრეზენტაცია.

„ვეფხისტყაოსნის“ თარგმანების პრეზენტაცია.

 

დღე III

კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა;

„ქართული ენის ხე“;

„ქართული ზღაპრების სადგური“;

„სიტყვების განძი“;

„მოძრავი სიტყვები“ (დაწყებითი საფეხური).

დღე IV

საანბანო ღონისძიება მეორე კლასში.

წერილის მიწერა ქართული ენისთვის, ნამუშევრების გამოფენა (დაწყებითი საფეხური).

I კლასი - ღონისძიება „ნაფნაფი სწავლას იწყებს“.

პროექტი - „წიგნიდან სცენამდე“ — თოჯინების თეატრი წაკითხული მხატვრული ლიტერატურის მიხედვით.

დღე V

ესეების კონკურსი მთავარანგელოზთა დასის სახ. მე-7 კლ. მოსწავლეებმა 3 არჩევითი თემიდან შეასრულეს წერითი დავალება. გამარჯვებულ მოსწავლეს გადაეცა სიმბოლური საჩუქარი.

ინტელექტუალური თამაში „ერუდიტი“ - მე-10 კლასის მოსწავლეთა გუნდებს შორის. გამარჯვებული გუნდის წევრებს გადაეცათ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

ჩვენი რეკვიზიტები

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571399323

ძიება