ადამიანის საცხოვრებელი ადგილი გეოგრაფიული მდებარეობით განსხვავებულია (ზონალურობა, კლიმატის ფაქტორები, ნიადაგის გეოქიმიური ბალანსი და სხვა)
ინტერესს იწვევს ის ადაპტაციები, რომლებიც ადამიანის სხვადასხვა გარემოსთან შეგუებას განაპირობებენ. სწორედ ასეთ ბიოგეოგრაფიულ საკითხებს მიეძღვნა 25 დეკემბერს ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი წმ. გიორგის სახელობის მე-9 კლასში (მასწავლებლები: მაია ქურდაძე (ბიოლოგია), ლელა ყეინაშვილი (გეოგრაფია)).
21 დეკემბერს პირველკლასელებმა პირველი სასწავლო სემესტრი დაასრულეს. მათ შობა-ახალი წელი წინასწარ მიულოცეს, ღირსი მამა იოანე ათონელის სახელობის II კლასის მოსწავლეებმა და საშობაო წარმოდგენით გააცილეს არდადეგებზე.
21 დეკემბერს წმ. მოწამეთა და აღმსარებელთა ძმები კარბელაშვილების სახელობის I კლასმა წარმოადგინა მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი საშობაო ზღაპარი (კლასის ხელმძღვანელი მაია ბუხრაძე). მოსწავლეებმა დიდი მონდომებით შეასრულეს სხვადასხვა ზღაპრების გმირების როლები. დამსწრე სტუმრებმა პირველკლასელთა შესრულებით მოისმინეს სიმღერები და ლექსები. ამ ღონისძიებით მოსწავლეთა ცხოვრებაში ერთი საინტერესო და დასამახსოვრებელი დღე შედგა.
21 დეკემბერს წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის I კლასის მოსწავლეებმა გამართეს მათემატიკური კონკურსი. კონკურსის მიზანი იყო პირველ სემესტრში შესწავლილი მასალის განმტკიცება და ჯგუფური მუშაობის გამოცდილების გამოყენება. კლასი ოთხჯგუფად იყო გაყოფილი. გამოვლინდა საუკეთესო ჯგუფი, რომლის კაპიტანი იყო მარიამ კილაძე.
მოძღვრის საათისა და ფიზიკის გაკვეთილების ინტეგრირება განხორციელდა წმ. გიორგის სახელობის მე-9 კლასში თემაზე „მოძრაობა და უძრაობა მეცნიერული და ქრისტიანული მსოფლმხედველობის ფონზე“, მოძღვარი-მღვდელი ბორისი (ნიჩიპეროვიჩი), ფიზიკის მასწავლებელი-ნაზი გიგოლაშვილი. 20 დეკემბერს ჩატარებული გაკვეთილის მიზანი იყო მოძრაობის, უძრაობისა და მათი ფარდობითობის განხილვა მეცნიერული და რელიგიური თვალსაზრისით, რათა მოსწავლეებს დაენახათ მეცნიერებისა და რელიგიის ერთიანი და არა დაპირისპირებული მიდგომა აღნიშნული საკითხისადმი და ზოგადად, სამყაროში მიმდინარე პროცესებისადმი.
საბანკო რეკვიზიტები
ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია
ს.კ 218082848
ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22
ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90
საკონტაქტო მონაცემები
გორი, სამეფო ქ. #5
+995 (0370) 27 0432
gori.gimnazia@gmail.com
სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
ქეთევან ბებიაშვილი
ტელ: 571 399 323