27 დეკემბერს წმ. მთავარანგელოზთა დასის სახელობის I კლასში (კლასის ხელმძღვანელი გიული ბუთხუზი) ჩატარდა შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის და ასევე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის საშობაო ტრადიციები, შეასრულეს ალილო, იცეკვეს და ღონისძიების სტუმრებს მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი.
26 დეკემბერს წმ.ეპისკოპოს ალექსანდრეს სახელობის მე-4 კლასში ჩატარდა ინგლისურენოვანი ღონისძიება „შობის ამბავი“ (პედაგოგი ქ. ჩუტკერაშვილი, კლ. ხელმძღვანელი მ. კაპანაძე). ბავშვებმა მაყურებელს ინგლისურად უამბეს ქრისტეშობის ამბავი, გაგვახარეს საშობაო სიმღერებით და ლექსებით. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ გიმნაზიის მასწავლებლები და მშობლები.
25 დეკემბერს ღირსი იოანე ათონელის სახელობის II კლასში ჩატარდა ღონისძიება „სტუმრად სანტა კლაუსთან“ (მასწავლებელი ირინე რობიტაშვილი, კლასის ხელმძღვანელი მარინე გოგიაშვილი). გუნდებად გაერთიანებულმა მოსწავლეებმა ვიქტორინაში მონაწილეობით გამოავლინეს პირველ სემესტრში ინგლისურის გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა და ჯგუფური მუშაობის უნარები. ჟიურის წევრებმა მოსწავლეები შეაფასეს სხვადასხვა კატეგორიაში: „მისალმება“, „საშობაო ლექსი“, სიტყვის ამოცნობა“, „სათამაშოს აღწერა“, „ვისწავლეთ ანბანი“, „უკვე ვკითხულობთ“,
26 დეკემბერს წმ. ეპისკოპოს გაბრიელის სახელობის მე-2 კლასის მოსწავლეებმა გიმნაზიის მოსწავლეებსა მასწავლებლებსა და მშობლებს საშობაო სპექტაკლი წარუდგინეს (კლასის ხელმძღვანელი ნონა ხიდაშელი). მეორეკლასელებმა სცენაზე ტრადიციული ქართული ოჯახი განასახიერეს და მაყურებლებს შობა-ახალი წელი ლექსებით, მხიარული სიმღერებითა და ცეკვებით მიულოცეს. სტუმრად მისული თოვლის პაპისგან მოსწავლეებმა საჩუქრები მიიღეს.
სრულიად საქარელოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრების დღეს მიეძღვნა 25 დეკემბერს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში ჩატარებული მოსწავლეთა კონფერენცია. მოსწავლეთა საკონფერენციო თემები მიეძღვნა პატრიარქის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, მის ქადაგებებში ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის არსის განსაზღვრას.
საბანკო რეკვიზიტები
ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია
ს.კ 218082848
ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22
ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90
საკონტაქტო მონაცემები
გორი, სამეფო ქ. #5
+995 (0370) 27 0432
gori.gimnazia@gmail.com
სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
ქეთევან ბებიაშვილი
ტელ: 571 399 323