მრავალვნებული ანტონ II-ის სახელობის პირველ კლასში 24 აპრილს ჩატარდა ვიქტორინა მათემატიკაში. ვიქტორინის მიზანი იყო ერთგვარ სიტუაციასი ნასწავლის, მზა ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენება განსხვავებულ სიტუაციაში. ვიქტორინის მონაწილეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით საკითხები შეიცავდა თამაშის ელემენტებს. ჯგუფებში გადანაწილებულმა პირველკლასელებმა კარგად გაართვეს თავი კომპლექსურ ამოცანებს, რომელთა ამოსახსნელად სხვადასხვა მოქმედებების ჩატარება იყო საჭირო;
23 აპრილს წმ. ნიკოლოზის სახელობს მე-5 კლასში ბუნებისმცოდნეობის გაკვეთილი (მასწავლებელი ია ჯალალი) დედამიწის დღისადმი მიძღვნილ თემას დაეთმო. ჯგუფებში გაერთინებულმა პატარა მკვლევარებმა თანაკლასელებსა და საბუნებისმეტყველო კათედრის წევრებს დედამიწის მრავალფეროვნება კონტინენტების მიხედვით წარუდგინეს. ისაუბრეს კონტინენტების ძირითადი გეოგრაფიული ობიექტების, მოსახლეობის, ფლორისა და ფაუნის გამორჩეული წარმომადგენლების შესახებ, იმსჯელეს გარემოს გაფრთხილების აუცილებლობაზე. მეხუთეკლასელებს ბუნების დაცვის საკითხებზე მასწავლებელთან ერთად საბუნებისმეტყველო კათედრის ხელმძღვანელი ქალბატონი ნელი ნაოჭაშვილიც ესაუბრა.
8 აპრილს გიმნაზიაში ჩატარდა ადმინისტრაციის წარმომადგენელთა შეხვედრა მშობლებთან, რომელთაც სურთ შვილის გიმნაზიის პირველ კლასში მიყვანა 2013-2014 სასწავლო წელს. მშობლებმა მიიღეს ინფორმაცია გიმნაზიაში არსებულ საგანმანათლებლო პირობებისა და შინაგანაწესით გათვალისწინებულ ი მოთხოვნების შესახებ.
12 აპრილიდან დაიწყო პირველ კლასში ჩასარიცხად მოსწავლეთა საბუთების მიღება. ერთი თვის განმავლობაში მშობელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
2013 წლის 10 აპრილს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ორგანიზებით (ხელმძღვანელი თეა გოგიჩაიშვილი)
ქართული ენის კვირეული დაიწყო. კვირეულის განრიგი ასეთია:
10 აპრილი, 13:00 _ კალიგრაფიის კონკურსი I - V კლასის მოსწავლეთათვის
11 აპრილი, 14: 30 _ კალმის მარათონი VIII - XI კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით
14 მარტს გიმნაზიის მოძღვარმა მამა ბორისმა (ნიჩიპეროვიჩი) ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძარში წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის I კლასის მფარველი წმინდანის სახელზე დაწერილი ხატი აკურთხა, ხატის კურთხევას პირველკლასელები დაესწრნენ (კლასის ხელმძღვანელი მაია მაისურაძე). მოძღვარი მოსწავლეებს ესაუბრა დავით აღმაშენებლის ცხოვრებაზე, მის ღვაწლზე სამშობლოს წინაშე. პირველკლასელებმა მოძღვრისგან დარიგება და კურთხევა მიიღეს.
საბანკო რეკვიზიტები
ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია
ს.კ 218082848
ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22
ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90
საკონტაქტო მონაცემები
გორი, სამეფო ქ. #5
+995 (0370) 27 0432
gori.gimnazia@gmail.com
სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
ქეთევან ბებიაშვილი
ტელ: 571 399 323