ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელის სახელობის პირველი კლასი მოსწავლეებმა მხიარულ და ხალისიან ბომბორას ლექსებით, გამოცანებით, ანდაზებითა და სიმღერებით ანბანი სრულად შეასწავლეს და შემდეგ ერთად აღნიშნეს სასწავლო წლის დასრულება.
2024 წლის 28 მაისს სტოკჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის (hrf) აუდიოლოგები სკოლა-გიმნაზიას ესტუმრნენ და მოსწავლეებისთვის სმენის სკრინინგი ჩაატარეს.
2024 წლის 23 მაისს სკოლა-გიმნაზიის ხელბურთელ გოგონათა გუნდმა აღმოსავლეთის თამაშების გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა (მასწავლებელი და მწვრთნელი მარინე კახიაშვილი). „საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ შეჯიბრები საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა გუნდების მონაწილეობით ტარდება (2008 და 2009 წლებში დაბადებული სკოლის მოსწავლეები).
2024 წლის 26 მაისს სკოლა-გიმნაზიის წმ. თეოდორე კველთელის სახელობის მე-11 კლასის მოსწავლე თეკლა არბოლიშვილმა მორიგი სპორტული მიღწევა იზეიმა - ერევნის რინგი თეკლასთვის იღბლიანი აღმოჩნდა! ეროვნული ნაკრებების საერთაშორისო შეხვედრაში კრივში თეკლამ პირველი ადგილი დაიკავა (54 კგ. წონით კატეგორია). ვულოცავთ წარმატებას სპორტულ სარბიელზე!
ბოლო ზარი - 2024
2024 წელს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზიაში „ბოლო ზარი“ მეთერთმეტედ დაირეკა.
საბანკო რეკვიზიტები
ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია
ს.კ 218082848
ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22
ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90
საკონტაქტო მონაცემები
გორი, სამეფო ქ. #5
+995 (0370) 27 0432
gori.gimnazia@gmail.com
სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
ქეთევან ბებიაშვილი
ტელ: 571 399 323