2024 წლის 21 მარტს, გიმნაზიში, “Pearson Education”-ის საერთაშორისო გამომცელობის წარმომადგენელთა მონაწილეობით, გიმნაზიის ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
2024 წლის 6 მარტს, გიმნაზიას დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. შეხვედრა, რომელსაც გიმნაზიის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ესწრებოდნენ, მიზნად ისახავდა აკადემიის შესახებ ცნობადობის გაზრდას, ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებასა და ქართული ჯარის პოპულარიზაციას.
გიმნაზიაში არის ტრადიცია, ყოველ კლასს მიენიჭოს წმინდანთა სახელი, ასე იწოდებოდეს და მოიხსენიებოდეს სასწავლო პერიოდში. ტრადიციისამებრ, კლასისთვის იწერება მფარველ წმინდანთა ხატი, თორმეტი წლის განმავლობაში მფარველობს მოსწავლეებს, შემდეგ კურსდამთავრებულთა სახელებით დაივანებს გიმნაზიაში.20223-2024 სასწავლო წელს, გიმნაზიის რექტორის, გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას კურთხევით გიმნაზიის ორმოცმა პირველკლასელმა წმ. მოციქულთა სწორთა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას სახელობისა და ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელის სახელობის კლასებში დაიწყეს სწავლა.
2024 წლის თებერვალში გიმნაზიის ღირსი გიორგი ათონელის სახელობის მე-11 კლასის მოსწავლეებმა ისტორიის მასწავლებლის, ქალბატონ ლიანა გელაშვილის ორგანიზებით, წმ. მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით წამოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია „ნუ ოდეს დამივიწყებთ, დავითს!“.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, 2 თებერვალს, საქართველოში უკვე მეცხრე წელია, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება.
საბანკო რეკვიზიტები
ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია
ს.კ 218082848
ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22
ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90
საკონტაქტო მონაცემები
გორი, სამეფო ქ. #5
+995 (0370) 27 0432
gori.gimnazia@gmail.com
სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
ქეთევან ბებიაშვილი
ტელ: 571 399 323