სიახლეები

გიმნაზიის ყოველდღიურობა, სიახლეები და ინფორმაციები

ძიება

პირველკლასელთა მიღებას 2026-2027

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

აცხადებს პირველკლასელთა მიღებას

2026-2027 სასწავლო წლისათვის

(ადგილები შეზღუდულია)

საბუთები მიღების ვადები:

I ეტაპი - 2026 წლის 9 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით მიიღება სკოლა-გიმნაზიის

     მოსწავლეთა და-ძმისა და თანამშრომელთა შვილების საბუთები;

II ეტაპი - 2026 წლის 23 მარტიდან მიიღება მსურველთა საბუთები.

მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი საბუთები მიიღება განცხადებასთან ერთად.

მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს:

  • მოსწავლის დაბადების მოწმობა - დედანი,
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი ნოტარიალურად დამოწმებული,
  • რეგისტრაციის ბარათი სამოქალაქო რეესტრიდან,
  • მოსწავლის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა,
  • მოსწავლის მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლები მობილური ტელეფონის ნომრებისა და ელ. ფოსტის მისამართების მითითებით,
  • სოციალურად დაუცველობის შესახებ ამონაწერი სააგენტოდან (თუ არის) 2026 წლის მარტის მდგომარეობით,
  • ობოლი თუ არის, მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი,
  • და-ძმების დაბადების მოწმობების ასლები თუ მრავალშვილიანი ოჯახიდანაა (4 და მეტი დედმამიშვილი ოჯახში),
  • სარეგისტრაციო გადასახადისა (10 ლარი) და სწავლების ერთი თვის საფასურის გიმნაზიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის ქვითარი,
  • მოსწავლის ფოტო 3X4 – 3 ცალი.

მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს განცხადებისა და საბუთების შემოტანა შეუძლია მისამართზე: ქ. გორი, სამეფო ქ. N5 (დირექტორის ოთახის მისაღებში) 9:00-დან 16:00 საათამდე, სამუშაო დღეებში.

მოსწავლის რეგისტრაცია და ჩარიცხვა განხორციელდება სკოლა-გიმნაზიის მიერ მხოლოდ მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში.

შენიშვნა: სკოლა-გიმნაზიაში ჩაირიცხებიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

საბანკო ანგარიშის ნომერი:

ს.ს. ბაზისბანკი   CBASGE22

ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90                                        

 

სკოლა-გიმნაზიის დირექცია

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

  • dummy+995 (0370) 27 0432

  • dummy gori.gimnazia@gmail.com

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

ძიება