სიახლეები

გიმნაზიის ყოველდღიურობა, სიახლეები და ინფორმაციები

ძიება

ვიზიტი სიმონ ჯანაშიას სახელობის თბილისის სახელმწიფო მუზეუმში

2026 წლის 12 მარტს წმ. მღვდელმოწამე კირიონ II-ის სახ. VI კლასის მოსწავლეები კლასის ხელმძღვანელ ქეთევან ბუჟღულაშვილთან,

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგ ქეთევან ლობჟანიძესთან ერთად იმყოფებოდნენ სიმონ ჯანაშიას სახელობის თბილისის სახელმწიფო მუზეუმში. ვიზიტის ფარგლებში ბავშვებმა დაათვალიერეს ძველი არქეოლოგიური მასალა, გაეცნენ ჩვენი ქვეყნის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას და უკეთ შეიგრძნეს მისი მნიშვნელობა. აქტივობის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებში ხელოვნების მიმართ ინტერესის გაღვივება და ეროვნული თვითშეგნების ამაღლება. აღნიშნულმა გამოცდილებამ მათ მისცა შესაძლებლობა, უფრო ახლოს გასცნობოდნენ საკუთარ ისტორიას და დაენახათ, რამდენად მნიშვნელოვანია მისი დაცვა.

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

  • dummy+995 (0370) 27 0432

  • dummy gori.gimnazia@gmail.com

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

ძიება