2026 წლის 24 მარტს ღირსი მამა ბასილი დიდის სახელობის X კლასი ქართულიენისა და ლიტერატურის პედაგოგ მარიამ საურთან ერთად ესტუმრნენ თბილისის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს,
ეროვნულ ბიბლიოთეკას, ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდს, მოილოცეს თბილისის მეტეხის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი, მასში მდებარე წმ. მოწამე შუშანიკ დედოფლის საფლავი, წმ. მოწამე აბო თბილელის სახ.ეკლესია და წმინდანის წამების ადგილები. ბავშვებმა გასულ სემესტრში შეისწავლეს ძველი ქართული მწერლობის ძეგლები, განიხილეს იმ პერიოდის ეპოქა და ისტორიული ვითარება, რომელიც ასახულია აღნიშნულ ნაწარმოებებში; შესაბამისად, ცოდნის განმტკიცების მიზნით მოაწყვეს აღნიშნული შემეცნებითი ექსკურსია.

