29 აპრილს, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის კვირეულის ფარგლებში, მოეწყო წმ. მღვდელმთავარ გაბრიელისა და წმ. დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელობის მეოთხე კლასების მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა,
სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ეკლესია-მონასტრების ნახატები და ხელნაკეთი მაკეტები (მასწავლებელი ცირა ზაბილონი). მუშაობის პროცესში ბავშვებმა უკეთ გაიცნეს საკუთარი ქვეყნის ისტორია, კულტურა და სულიერი მემკვიდრეობა, შრომის შედეგი კი სასკოლო საზოგადოების წინაშე წარადგინეს.

