„ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ქართლში“ - წმ. გიორგის სახელობის მე-10 კლასის მოსწავლეების, თორნიკე მღებრიშვილისა და გურამ ჯამაგიძის მიერ,
ისტორიის მასწავლებლის გიორგი ტატუნაშვილის ინიციატივით შექმნილი ფილმის ჩვენება გაიმართა საზოგადოებრივ მეცნიერებათა კვირეულის ფარგლებში. ფილმის ნახვის შესაძლებლობა ჰქონდათ როგორც საბაზო და საშუალო საფეხურების, ასევე დაწყებითი საფეხურების მოსწავლეებს. მეორეკლასელთა თხოვნით ფილმის ავტორები შეხვდნენ მოსწავლეებს და უპასუხეს მათ მიერ დასმულ კითხვებს.

