სკოლა-გიმნაზიის წმ. ნინოს სახელობის მე-11 კლასის მოსწავლე ნატალი იაშვილი (48 კგ), ძიუდოში,
კადეტთა შორის თბილისის ევროპის თასის ვიცე-ჩემპიონია. ნატალი საქართველოს ჩემპიონი და სხვადასხვა სინჯის მედლების მფლობელია, ევროპის თასზე კადეტთა შორის ეს მისი მეორე მედალია. ნატალი იაშვილი გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში ვარჯიშობს - მწვრთნელები ირაკლი ლომიძე და გიორგი თათრიშვილი. ვულოცავთ ნატალის სპორტულ სარბიელზე მიღწეულ წარმატებას!

