1 ნოემბერს, სკოლა-გიმნაზიის ღირსი ზაბულონისა და სოსანას სახელობის მე-2 კლასის მოსწავლეები კლასის ხელმძღვანელისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლის, ია ჯალალის, თანხლებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სობისში რთველში იმყოფებოდნენ.
სტუმრებს „შალვას მარანმა“ უმასპინძლა. მოსწავლეებმა ვენახში საკუთარი ხელით დაკრიფეს ყურძენი, საწნახელში დაწურული წვენით მოდუღებულ თათარაში ჩურჩხელები ამოავლეს და შემოდგომის მზიანი დღის ახალი აღმოჩენებით დატვირთულები დაბრუნდნენ შინ.