26 სექტემბერს, სკოლა-გიმნაზიის ნორჩ მკვლევართა კლუბის წევრები (მეურვე ქიმიის მასწავლებელი ნელი ნაოჭშვილი) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მასპინძლობით გამართულ ტრადიციულ სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობდნენ, შეხვედრის მიზანი იყო თანამედროვე მეცნიერება, კვლევები და ინოვაციები ინტერაქტიული, გასაგები, სახალისო ფორმით გააცნოს ნებისმიერი ასაკის სტუმარს.
მეცნიერების ქალაქის სტუმრები თემატურ სივრცეებში ეცნობოდნენ ტექნოლოგიებს, დაესწრნენ ექსპერიმენტებს, სამეცნიერო შოუებს, თამაშებს, მასტერკლასებს, გამოფენებსა და მკვლევრებთან შეხვედრებს.
გიმნაზიელებმა „აღმოჩენების მოედანზე“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების წარმომადგენლებთან ერთად წარადგინეს სამეცნიერო პროექტები, STEM აქტივობები, საგანმანათლებლო ინიციატივები, ინტერაქციული ექსპერიმენტები და თამაშები, რომლებიც მათ ნორჩ მკვლევართა კლუბში მუშაობის პერიოდში მოამზადეს და დახვეწეს.