9 ოქტომბერს, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზიამ კომუნიკაციების კომისიის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ უმასპინძლა.
პროგრამის ფარგლებში სკოლა-გიმნაზიის მასწავლებლებისათვის ჩატარდა ტრენინგი „ინტერნეტის მიზნობრივი და უსაფრთხო გამოყენება" - ტრენერი მინდია სალუქვაძე. ტრენინგზე განიხილეს AI ტექნოლოგიების გამოყენება ყოველდღიურ საქმიანობასა და სასწავლო პროცესში, შესაძლებლობები და მასთან დაკავშირებული რისკები და ეთიკური სტანდარტები. ყურადღება გამახვილდა ციფრულ სივრცეში მიღებული ინფორმაციის სანდოობის გადამოწმების პრაქტიკულ უნარებზე. შეხვედრაზე მონაწილეებს გადაეცათ სამუშაო რესურსები, დასასრულს კი - სერტიფიკატები. სკოლა-გიმნაზიის მასწავლებელთა მონაწილეობა აღნიშნულ პროგრამაში შესაძლებელი გახდა გორის მუნიციპალიტეტში კომუნიკაციების კომისიის ციფრული ელჩის, ნონა თათეშვილის მხარდაჭერითა და შუამდგომლობით.