მთავარანგელოზთა სახელობის IV კლასის მოსწავლეებმა (კლ. ხელმძღვანელი გ. ბუთხუზი) ქართული ენის პედაგოგის, თ. ალავიძის ხელმძღვანელობით შესანიშნავი ღონისძიება მოამზადეს საქართველოს მეფეების შესახებ. მათ მოიძიეს და დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტები. წარმოადგინეს ვახტანგ გორგასალის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ქეთევან დედოფლის, მეფე ფარნავაზის და სხვა ისტორიული პიროვნებების ცხოვრება-მოღვაწეობა.