ხალხური საკრავების წრე

ხალხური საკრავების შემსწავლელი წრე

ქართული ხალხური საკრავები - უძველესი დროიდანაა ცნობილი, უმრავლეს შემთხვევაში, სიმღერის ან ცეკვის თანხლების ფუნქციით. უძველესი არქეოლოგიური ცნობა ქართული საკრავის შესახებ, მიეკუთვნება ძვ.წ.-ით XV ს. (მცხეთაში ნაპოვნი უენო სალამური). ძველ ქართულ ლიტერატურულ წყაროებში შემონახულია საკრავთა 100-ზე მეტი დასახელება.
საქართველოში ხალხური საკრავების სამი ჯგუფია ცნობილი:


1. ჩასაბერი საკრავები - სალამური (უენო და ენიანი), გუდასტვირი (აჭარაში - ჭიბონი), სოინარი (ლარჭემი);
2. სიმებიანი: ჩამოსაკრავი - ფანდური, ჩონგური, ჩანგი; ხემიანი - ჭუნირი, ჭიანური;
3. დასარტყამი: დოლი, დიპლიპიტო, დაირა.
საქართველოში გავრცელებული იყო სხვა ხალხთა საკრავებიც: ქამანჩა, საზი, თარი, ზურნა, დუდუკი და სხვ.

გიმნაზიაში დიდი ხანი არ არის, რაც ფუნქციონირება დაიწყო, ხალხური საკრავების შემსწავლელმა წრემ, წრეს ხელმძღვანელობს ქალბატონი თამარ წულუკიძე, მეცადინეობა მიმდინარეობს, კვირაში ორჯერ. ამჟამად მოსწავლეები სალამურის დაკვრას ეუფლებიან.

 

თამარ წულუკიძე

 

დაამთავრა გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი საგუნდო–სადირიჟორო, სოლფეჯიოსა და მუსიკალური ლიტერატურის სპეციალობით.

წლების განმავლობაში იყო ქალთა ანსამბლ „იავნანას“ წევრი. უკრავს სხვადასხვა ხალხურ საკრავზე.

მუშაობდა სკოლა „ინტელექტში“ – ხალხური საკრავების მასწავლებლად.

აგრეთვე საზოგადოება „ბილიკში“ –ანსამბლის ხელმძღვანელად.

ფლობს ხალხურ საკრავებს: ფანდურს, სალამურს, ტენორს, ჩანგს.

 

IMGA0145 IMGA0147 IMGA0149 IMGA0150 IMGA0152

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

  • dummy+995 (0370) 27 0432

  • dummy gori.gimnazia@gmail.com

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

ძიება