შინაგანაწესი

წესები რომლის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელონ მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის

შ ი ნ ა გ ა ნ ა წ ე ს ი

 

 

თავი I

 

საერთო დებულებანი

 

  1. გიმნაზიის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ორგანიზაციის დეტალური წესი დგინდება შინაგანაწესით, რომელსაც აღმასრულებელი დირექტორის წარდგენით ამტკიცებს გიმნაზიის რექტორი.
  2. შინაგანაწესით დგინდება გიმნაზიაში მოსწავლეთა ჩარიცხვის, მოსწავლეთა მომდევნო ან სხვა კლასში გადაყვანის, აგრეთვე კლასში დატოვებისა და გიმნაზიიდან გარიცხვის დეტალური პირობები და წესები, მოსწავლეთა ცოდნის შეფასების სისტემა და კრიტერიუმები, ქცევისა და სწავლის პირობები, სასწავლო რეჟიმი.
  3. შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება უნდა დამტკიცდეს სასწავლო წლის დაწყებამდე 10 დღით ადრე მაინც.
  4. შინაგანაწესში ცვლილებების შეტანა შეუძლია დამფუძნებელს, ან საკუთარი ინიციატივით, ან გიმნაზიის რექტორის წინადადებით ადმინისტრაციისაგან  დამოუკიდებლად.

 

მუხლი 1

გიმნაზიის ავტონომია

  1. გიმნაზია, განათლების სისტემის მართვის სახელმწიფო ორგანოების ჩაურევლად, კანონმდებლობისა და თავისი წესდების შესაბამისად, დამოუკიდებლად წყვეტს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს.
  2. გიმნაზიას თავისი მართვის ორგანოების გადაწყვეტილების საფუძველზე უფლება აქვს:

ა) დამოუკიდებლად განსაზღვროს გიმნაზიის საშტატო განრიგი, ტარიფიკაცია, გადაწყვიტოს საკადრო საკითხები და მუშაკთა  დანიშვნის წესი;

ბ) განსაზღვროს გიმნაზიის საგანმანათლებლო პროგრამა (სასწავლო გეგმა) სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტის დაცვის პირობით;

გ) სასწავლო პროცესის განხორციელებისას თავად აირჩიოს სახელმძღვანელოები, რომელთაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვს შესაბამისი გრიფი; უფლებამოსილია დამხმარე სახელმძღვანელოების სახით გამოიყენოს საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის მიერ მოწონებული სახელმძღვანელოები;

დ) დამოუკიდებლად დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო (მათ შორის უცხოეთის) დაწესებულებებთან თავისი საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში;

ე) დამოუკიდებლად, მოქმედი კანონმდებლობისა და საკუთარი წესდებით დადგენილი წესით, განკარგოს საკუთარი ქონება და ფინანსური სახსრები;

ვ) დააწესოს ვაუჩერის ზემოთ გადასახადი (ვაუჩერის გაუთვალისწინებლად);

ზ) გადაწყვიტოს მის უფლებამოსილებაში შემავალი სხვა საკითხები.

 

მუხლი 2

სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი;

სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის საფუძვლები

  1. გიმნაზია სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესს წარმართავს მართლმადიდებლური სწავლების, მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში არსებული გამოცდილების, ქრისტიანული პედაგოგიკისა და თანამედროვე მეთოდიკების შეჯერების საუძველზე საქართველოს სახელმწიფოს საგანმანათლებლო მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად.
  2. სწავლება აგებულია სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მოქნილი ფორმების საფუძველზე, რომელიც ხელს უწყობს აღსაზრდელში ინტელექტისა და შრომითი უნარ-ჩვევების განვითარებას.
  3. გიმნაზიაში სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესი წარიმართება გიმნაზიის სასწავლო გეგმით, რომელსაც შეიმუშავებს გიმნაზია ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით.

 

მუხლი 3

გიმნაზიაში სწავლის პროცესი

  1. გიმნაზიაში საგნების სწავლებისას გამოკვეთილია თემატიკა, რომელიც ეხმარება მოსწავლეს მართლმადიდებლური სოფლმხველობის ჩამოყალიბებაში.
  2. სწავლება-სწავლის პროცესი მიმდინარეობს აღსაზრდელთა ინტერესების, ინდივიდუალური თავისებურებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.
  3. სწავლება-სწავლა მიმდინარეობს აღმზრდელის და აღსაზრდელის ურთიერთობისა და პატივისცემის საფუძველზე, შესაბამისი უფლება-მოვალეობების ორმხრივი დაცვითა და გათვალისწინებით.
  4. სწავლების პროცესი აგებულია პედაგოგისა და მოსწავლის თანამშრომლობის პრინციპებზე.
  5. მშობლებისა და მოსწავლეებისათვის სწავლების პროცესის მიზნები, ამოცანები და მათი დროში განაწილება ცნობილია სასწავლო წლის დაწყების წინ.

 

მუხლი 4

სასწავლო კვირა, არდადეგები და უქმე დღეები

  1. სასწავლო კვირის ხანგრძლივობაა ხუთი დღე - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
  2. გიმნაზია ფუნქციონირებს მართლმადიდებლური საეკლესიო (იულიანური) კალენდრის შესაბამისად.
  3. სასწავლო წელი იწყება 14 სექტემბერს.
  4. სწავლა არ მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საეკლესიო და სხვა უქმე დღეებში, აგრეთვე რიგ საეკლესიო დღესასწაულებზე და არდადეგების პერიოდში (საშობაო, სააღდგომო, საზაფხულო).
  5. უქმე დღეების კალენდარი ცხადდება ყოველი ახალი სასწავლო წლის დასაწყისში.

 

მუხლი 5

ზოგადი განათლების საფეხურები გიმნაზიაში.

  1. გიმნაზიაში სწავლება მიმდინარეობს სამ საფეხურად: დაწყებითი საფეხური I-VI კლასი, საბაზო საფეხური VII-IX კლასი და საშუალო საფეხური X-XII კლასი.
  2. კლასში მოსწავლეთა რაოდენობას განსაზღვრავს ადმინისტრაცია.

 

მუხლი 6

გიმნაზიაში ჩარიცხვის წესი

  1. გიმნაზიის პირველ კლასში მიიღებიან ბავშვები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  2. გიმნაზიაში შეიძლება ჩაირიცხოს აღსაზრდელი:

ა) რომელიც არის მართლმადიდებელი ქრისტიანი;

ბ) რომელსაც ჰყავს ერთი მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი მაინც მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი, რომელიც დასტურდება მოძღვრის რეკომენდაციით;

გ) აღსაზრდელის გიმნაზიაში ჩასარიცხად აუცილებელია მოძღვრის რეკომენდაცია;

დ) გიმნაზიასა და აღსაზრდელის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შორის უნდა დაიდოს წერილობითი ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მხარეთა უფლებები და ვალდებულებები.

  1. გიმნაზიაში პირველ რიგში მიიღებიან ბავშვები:

ა) რომელთა მშობლები არიან სკოლის თანამშრომლები ან ღვთისმსახურები;

ბ) რომელთა უფროსი და-ძმა სწავლობს გიმნაზიის სხვადასხვა კლასში;

გ) რომლებსაც რეკომენდაციას აძლევს გიმნაზიის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ღვთისმსახურები.

  1. პირველ კლასში ჩასარიცხად მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები წარმოადგენენ შემდეგ საბუთებს:

ა) განაცხადი გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორის სახელზე;

ბ) დაბადების მოწმობის დედანი და ნოტარიალურად დამოწმებული ასლი;

გ) მოსწავლის სამედიცინო ცნობა;

დ) ფოტოსურათი 3/4, 3 ცალი;

ე) რეგისტრაციის თანხის გადახდის ქვითარი.

  1. სხვა სკოლებიდან გადმოსული მოსწავლეებისათვის ემატება:

ა) პირადი საქმე;

ბ) დაწესებულების ბეჭდით დამტკიცებული შეფასება ყველა საგანში და ინფორმაცია გაცდენილი საათების რაოდენობის შესახებ;

გ) ბრძანების ამონაწერი მოსწავლის სკოლიდან ამორიცხვის შესახებ.

  1. II-XII კლასებში სხვა სკოლიდან მოსწავლის გადმოსვლის შემთხვევაში იგი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის წინა პუნქტებით დადგენილ პირობას და უნდა გაიაროს გასაუბრება საერთო მომზადების დონის შესამოწმებლად.

 

მუხლი 7

გიმნაზიის მოსწავლეთა  ქცევისა და სწავლის პროცესი

  1. მოსწავლეს უფლება აქვს:

ა) მიიღოს სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი განათლება;

ბ) აირჩიოს განათლების მიღების ფორმები;

გ) უფასოდ ისარგებლოს გიმნაზიის საბიბლიოთეკო ფონდით;

დ) ნებაყოფლობით ჩაერთოს შრომაში, რომელიც არ არის გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამით;

ე) ნებაყოფლობით დაესწროს და მიიღოს მონაწილეობა ღონისძიებაში, რომელიც არ არის გათვალისწინებული სასწავლო გეგმით;

ვ) ჰქონდეს სწავლებისათვის შესაბამისი გარემო;

ზ) დაცული იყოს არასათანადო მოპყრობისა და შეურაცხყოფისაგან;

თ) გადავიდეს სხვა სკოლაში ზოგადი განათლების იმავე საფეხურზე დადგენილი წესის შესაბამისად;

ი) გამოთქვას საკუთარი აზრი;

კ) დისციპლინური დევნისას ისარგებლოს დუმილის უფლებით. დუმილის უფლება არ  ათავისუფლებს მოსწავლეს დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან.

  1. მოსწავლეები ვალდებულნი არიან:

ა) შეასრულონ გიმნაზიის წესდებისა და შინაგანაწესის მოთხოვნები;

ბ) აქტიურად იყვნენ ჩართულნი სწავლის პროცესში;

გ) მომზადებულნი მოვიდნენ გაკვეთილებზე, სრულფასოვნად/შესაძლებლობის ფარგლებში შეასრულონ საშინაო დავალებები და სხვა დამოუკიდებელი სამუშაოები;

დ) მზრუნველად მოექცენ გიმნაზიის ქონებას; დაზიანების შემთხვევაში მოწაფე (მისი ოჯახი) ვალდებულია, აღადგინოს დაზიანებული ნივთი;

ე) პატივი სცენ გიმნაზიის სხვა მოსწავლეებსა და მუშაკების პიროვნულ ღირსებებს;

ვ) შეასრულონ გიმნაზიის თანამშრომელთა მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია წესდებითა და შინაგანაწესით;

ზ) დაიცვან წესრიგი და სისუფთავე, გაუფრთხილდნენ სახელმძღვანელოებს;

თ) გაკვეთილებზე გამოცხადდნენ საგიმნაზიო ფორმით.

 

  1. დაუშვებელია:

ა) გაკვეთილების უმიზეზოდ გაცდენა;

ბ) გაკვეთილებზე დაგვიანება;

გ) გიმნაზიაში იარაღის, ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს ნაწარმის, ნარკოტიკული ნივთიერებების, ნებისმიერი სახის საშუალებისა და ნივთიერების მოტანა და გამოიყენება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს აფეთქება,  ხმაური ან ხანძარი;

დ) გიმნაზიაში სასწავლო პროცესში ისარგებლონ მობილური ტელეფონით;

ე) ჩაიდინონ ნებისმიერი ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გარშემომყოფთათვის საშიში შედეგები;

ვ) გაკვეთილის პროცესში თვითნებური გადაადგილება, გადალაპარაკება, წამოძახება, კარნახი და  ქცევა, რომელიც ხელს შეუშლის გაკვეთილის შეუფერხებლად მსვლელობას;

ზ) ერთმანეთის დაცინვა, დაჩაგვრა, უხამსი სიტყვების გამოყენება;

თ) სკოლაში არაფხიზელ მდგომარეობაში მოსვლა.

  1. მოსწავლის მიერ გიმნაზიის შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში მასწავლებელი წერს მოხსენებით ბარათს და წარადგენს ადმინისტრაციაში.
  2. გიმნაზიის შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში:

ა) მოსწავლეს ეძლევა გაფრთხილება;

ბ) მეორე დარღვევის შემთხვევაში ეძლევა საყვედური;

გ) მესამე დარღვევის შემთხვევაში მოსწავლე დროებით დათხოვილი იქნება გიმნაზიიდან (სამიდან ხუთ დღემდე);

დ) მეოთხე დარღვევის შემთხვევაში დაისმება მოსწავლის გიმნაზიიდან გარიცხვის საკითხი.

 

 

მუხლი 8

მოსწავლის გიმნაზიიდან გარიცხვის საფუძვლები

  1. მოსწავლე გიმნაზიიდან ირიცხება:

ა) გიმნაზიის შენობაში და მის ტერიტორიაზე იარაღის, თამბაქოს ნაწარმის, ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანის, გავრცელების შემთხვევაში;

ბ) ისეთი საშუალებებისა და ნივთიერებების შემოტანის შემთხვევაში, რომლებიც იწვევენ მოწამვლას,  აფეთქებას, ხანძარს, ხმაურს;

გ) თუ ჩაიდენს ისეთ დანაშაულებრივ ქმედებებს, რომლებსაც შეიძლება მოჰყვეს გარშემომყოფთათვის სახიფათო შედეგი;

დ) როდესაც არ ექვემდებარება ეკლესიურ, სულიერ-ზნეობრივ აღზრდას;

ე) როდესაც მასზე დაიწერება გიმნაზიის შინაგანაწესის დარღვევის გამო, მინიმუმ სამი მოხსენებითი ბარათი წლის განმავლობაში;

ვ) თუ მიაყენებს მოსწავლეს ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას;

ზ) როდესაც ყოფაქცევა შეუთავსებელია გიმნაზიის შინაგანაწესის მოთხოვნებთან;

თ) სასკოლო დოკუმენტაციის დაზიანება-განადგურებისათვის;

ი) გაკვეთილების ორგანიზებულად (ჯგუფურად) მიტოვებისათვის;

კ) როდესაც ირღვევა გიმნაზიასა და მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შორის დადებული ხელშეკრულება;

ლ) როდესაც კლასში რამდენჯერმე (ორჯერ) დარჩება და არ შეესაბამება   კანონით დადგენილ ასაკს.

  1. გიმნაზიიდან მოსწავლის გარიცხვის გადაწყვეტილებას იღებს გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი რექტორის თანხმობით.

 

 

მუხლი 9

მოსწავლის  კლასიდან კლასში და ზოგადი განათლების

ერთი საფეხურიდან მომდევნო საფეხურზე გადაყვანის წესი

  1. მოსწავლის კლასიდან კლასში და ზოგადი განათლების ერთი საფეხურიდან მომდევნო საფეხურზე გადაყვანის წესი განისაზღვრება  ეროვნული სასწავლო გეგმისა და გიმნაზიის სასწავლო გეგმის შესაბამისად.

 

 

მუხლი 10

მოსწავლეთა ცოდნის შეფასების სისტემა და კრიტერიუმები

  1. გიმნაზიის მოსწავლეთა ცოდნის შეფასების სისტემა და კრიტერიუმები განისაზღვრება ეროვნული სასწავლო გეგმისა და გიმნაზიის სასწავლო გეგმის მიხედვით.

 

 

მუხლი 11

მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი

  1. გიმნაზიის აღმასრულებელ დირექტორსა და მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შორის ურთიერთობები რეგულირდება ხელშეკრულების საშუალებით.
  2. მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს უფლება აქვთ:

ა) დადგენილი წესით სასწავლო დროს ან გიმნაზიის ტერიტორიაზე ისარგებლონ გიმნაზიის მიერ აღიარებული ყველა უფლებითა და თავისუფლებით;

ბ) აირჩიონ სწავლების ფორმა (ექსტერნი, შინ სწავლება);

გ)  დაიცვან ბავშვის კანონიერი უფლებები და ინტერესები;

დ) ბავშვის უფლებების დარღვევის შემთხვევაში წერილობითი განცხადებით მიმართონ გიმნაზიის აღმასრულებელ დირექტორს, რომელიც ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები და კანონით დადგენილ ვადაში გასცეს წერილობითი პასუხი;

ე) პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით  გამოთქვან საკუთარი აზრი საერთო საგიმნაზიო და საკლასო მშობელთა კრებებზე;

ვ) გაეცნონ საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას და შინაარსს, შვილის/მეურვეობის ქვეშ მყოფის მოსწრებას;

ზ) შეიტანონ ნებაყოფლობითი შემოწირულობანი და მიზნობრივი შენატანები გიმნაზიის განვითარების მიზნით;

თ) გადაიყვანონ მოსწავლე იმავე საფეხურის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში (მოსწავლის თანხმობით).

  1. მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები ვალდებულნი არიან:

ა) შექმნან მათი ბავშვების აღზრდისა და მათთვის ზოგადი განათლების მიღების ხელშემწყობი პირობები;

ბ) შეასრულონ გიმნაზიის აღმასრულებელ დირექტორთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები;

გ)  შეასრულონ გიმნაზიის წესდებით, შინაგანაწესითა და გიმნაზიის სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები;

დ)  დაესწრონ გიმნაზიის მიერ ორგანიზებულ მშობელთა კრებებს;

ე)  შვილის/მეურვეობის ქვეშ მყოფის გიმნაზიაში გამოუცხადებლიბის თაობაზე აცნობონ კლასის ხელმძღვანელს გაკვეთილების დაწყებამდე ან საგაკვეთილო დროის განმავლობაში.

  1. მშობელს/კანონიერ წარმომადგენელსა და მასწავლებელს შორის შეფასების ობიექტურობასთან დაკავშირებული კონფლიქტის შემთხვევაში გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით იქმნება საგნის სპეციალისტების დამოუკიდებელი კომისია, რომელიც ამოწმებს მოსწავლის ცოდნას და აფასებს შესაბამისად.

 

 

 

თავი II

 

მუხლი 12

გიმნაზიის მართვა

  1. სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის მართლმადიდებლურ სწავლებასთან შესაბამისობას ზედამხედველობს გიმნაზიის რექტორი;
  2. გიმნაზიის რექტორი ნიშნავს და ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორს და გიმნაზიის ადმინისტრაციას;
  3. გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი წარმართავს გიმნაზიის ყოველდღიურ საქმიანობას;
  4. გიმნაზიის ადმინისტრაცია ამზადებს აღმასრულებელი დირექტორის გადაწყვეტილებათა პროექტებს, უზრუნველყოფს გიმნაზიის საქმის წარმოებას, ზედამხედველობს გიმნაზიის წესდების, შინაგანაწესისა და აღმასრულებელი დირექტორის გადაწყვეტილებების შესრულებას. ახორციელებს გიმნაზიის წესდებითა და აღმასრულებელი დირექტორის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
  5. გიმნაზიის ადმინისტრაციაში თანამდებობრივად შედიან:

ა) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში;

ბ) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე საორგანიზაციო  დარგში;

გ) ბუღალტერი.

 

 

მუხლი 13

გიმნაზიის რექტორი

  1. გიმნაზიის რექტორი უნდა იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური.
  2. გიმნაზიის რექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს გიმნაზიის დამფუძნებლის - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი (მისგან უფლებამოსილი პირი).
  3. გიმნაზიის რექტორი უზრუნველყოფს გიმნაზიის სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის შესაბამისობას ქრისტიანული პედაგოგიკის საფუძვლებთან, მართმადიდებელი ეკლესიის სწავლებასთან და ამ მიზნით ზედამხედველობს გიმნაზიის მმართველი ორგანოების საქმიანობას.
  4. თავისი ფუნქციების განსახორციელებლად, გიმნაზიის რექტორს უფლება აქვს გიმნაზიის მმართველი ორგანოებისაგან გამოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტაცია, შეაჩეროს გიმნაზიის მმართველი ორგანოების გადაწყვეტილებები და მოითხოვოს ამ გადაწყვეტილებების გადასინჯვა.
  5. გიმნაზიის რექტორი ასრულებს ამ შინაგანაწესით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.

 

 

მუხლი 14

გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი

  1. გიმნაზიის აღმასრულებელ დირექტორს ნიშნავს გიმნაზიის რექტორი.
  2. გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი წარმოადგენს გიმნაზიას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
  3. გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი:

ა) ზედამხედველობს გიმნაზიის ადმინისტრაციას;

ბ) ზედამხედველობს და მართავს გიმნაზიის სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს;

გ) გიმნაზიის რექტორთან შეთანხმებით ანაწილებს მოვალეობებს გიმნაზიის ადმინისტრაციაში;

დ) კანონმდებლობითა და გიმნაზიის წესდებით დადგენილი წესით დებს გარიგებებს გიმნაზიის სახელით;

ე) გიმნაზიის რექტორთან შეთანხმებით ამტკიცებს გიმნაზიის საშტატო განრიგს, მოქმედი კანონმდებლობისა და გიმნაზიის წესდების საფუძველზე წყვეტს გიმნაზიის ადმინისტრაციის, პედაგოგებისა და სხვა მუშაკთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის განსაზღვრის საკითხებს;

ვ) გიმნაზიის რექტორის თანხმობით უფლებამოსილია საფინანსო-რესურსების არსებობის შემთხვევაში დანიშნოს ხელფასების დანამატები, გიმნაზიის სტიპენდიები, გასცეს პრემიები, ჯილდოები, ფინანსური დახმარება;

ზ) პედაგოგიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს გიმნაზიის სასწავლო გეგმას სასწავლო წლის დაწყებამდე;

თ) უფლებამოსილია გიმნაზიის რექტორის თანხმობით გიმნაზიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო, მათ შორის უცხოეთის დაწესებულებებთან;

ი) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და გიმნაზიის წესდებით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.

  1. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში აღმასრულებელი დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს - ბრძანებით.
  2. აღმასრულებელი დირექტორი პასუხისმგებელია დამფუძნებლისა და გიმნაზიის რექტორის წინაშე გიმნაზიის საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ორგანიზაციაზე, გიმნაზიის მატერიალური და ფინანსური სახსრების განკარგვის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე.
  3. აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის, მის მიერ თავის მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობებს რექტორის მითითებით ასრულებს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში.
  4. აღმასრულებელი დირექტორის გათავისუფლების შემთხვევაში მისი მოვალეობების შემსრულებელი ინიშნება რექტორის გადაწყვეტილებით.

 

 

მუხლი 15

აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში

  1. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს სასწავლო-აღმზრდელობითი დარგში ევალება:

ა) სასწავლო ცხრილის შესრულების უშუალო კონტროლ;ი (გაკვეთილების გაცდენა-დაგვიანების, მასწავლებელთა ჩანაცვლების საკითხების გადაწყვეტა);

ბ) სასწავლო-სააღმზრდელო გეგმების შესრულების კონტროლი;

გ) სწავლა-სწავლების პროცესის მონიტორინგი;

დ) მასწავლებელთა მიერ მათი მოვალეობების შესრულების კონტროლი;

ე) გიმნაზიის საგნობრივი კათედრების მუშაობის მონიტორინგი;

ვ) გიმნაზიის საკლასო ჟურნალების წარმოების მონიტორინგი;

ზ) ყოველი თვის ბოლოს ინფორმაციის მომზადება აღმასრულებელი დირექტორისათვის სწავლა-სწავლების და სააღმზრდელო პროცესის პრობლემების შესახებ;

თ) შეფასების სისტემის მონიტორინგი - სემესტრის ბოლოს ანგარიშის წარდგენა აღმასრულებელი დირექტორისათვის.

 

მუხლი 16

აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე საორგანიზაციო დარგში

  1. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს საორგანიზაციო დარგში ევალება:

ა) შეიმუშაოს კლასგარეშე და სკოლისგარეშე გეგმები და განახორციელოს ისინი;

ბ) აკონტროლოს და ორგანიზაცია გაუწიოს კლასის ხელმძღვანელთა მუშაობას, უზრუნველყოს მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებების თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად შესრულება;

გ) უხელმძღვანელოს „პირველი“ და „ბოლო“ ზარის ჩატარებას;

დ) ორგანიზაცია გაუწიოს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიალს;

ე) ორგანიზაცია გაუწიოს  გიმნაზიაში დაგეგმილ ღონისძიებათა მოწყობას (სასწავლო-სამეცნიერო კონფერენცია, ოლიმპიადა, ფესტივალი, პროექტი, ექსკურსია, აგრეთვე გიმნაზიის მიერ დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს);

ვ) აკონტროლოს გიმნაზიაში მასწავლებელთა და მოსწავლეთა მორიგეობა;

ზ) იზრუნოს გიმნაზიისათვის ნებაყოფლობითი შემოწირულობებისა და დამატებითი თანხების მოძიებაზე (პროექტების შექმნა, საქველმოქმედო აქციების მოწყობა);

თ) ზედამხედველობა გაუწიოს გიმნაზიის სახელით ერთობლივ საქმიანობას გარეშე ორგანიზაციებთან და სუბიექტებთან;

ი) წინასწარ აწარმოოს გათვლები საჭირო რესურსებზე, შეუკვეთოს ისინი და მონაწილეობა მიიღოს სათანადო ხელშეკრულებების გაფორმებაში მომწოდებლებთან;

კ) აწარმოოს მატერიალურ ღირებულებათა ინვენტარიზაცია და რევიზია სათანადო პირების მონაწილეობით;

ლ) რეგულარულად შეამოწმოს სასწავლო ოთახებისათვის განკუთვნილი ინვენტარის მოვლის მდგომარეობა და აცნობოს გიმნაზიის აღმასრულებელ დირექტორს;

მ) მიაწოდოს ინფორმაციულ ტექნოლოგს მასალები გიმნაზიის ვებგვერდზე განსათავსებლად და აკონტროლოს გიმნაზიის ვებგვერდი.

 

 

მუხლი 17

ბუღალტერი

  1. ბუღალტერს ევალება:

ა) გიმნაზიის უძრავ-მოძრავი ქონების საბალანსო ღირებულების აღრიცხვა;

ბ) გიმნაზიაში შემოსული თანხების კონტროლი

გ) საბანკო ოპერაციების წარმოება;

დ) ურთიერთობა საფინანსო სამსახურებთან;

ე) ხელფასების გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;

ვ) პერიოდულად ფინანსური ანგარიშის მომზადება;

ზ) სემესტრის ბოლოს ინვენტარიზაციის ჩატარება სამეურნეო ნაწილის გამგესთან ერთად;

თ) საბუღალტრო დოკუმენტაციის საიმედო დაცვა, მათი სათანადო გაფორმება და დადგენილი წესით არქივში შენახვა, წარდგენა რექტორისა და აღმასრულებელი დირექტორისათვის.

 

მუხლი 18

გიმნაზიის მოძღვარი

  1. გიმნაზიის მოძღვარი უნდა იყოს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სასულიერო პირი.
  2. გიმნაზიის მოძღვარს ნიშნავს/ათავისუფლებს:

ა)     ეპარქიის  მღვდელმთავარი;

ბ) გიმნაზიის დამფუძნებელი და მისი კანონიერი წარმომადგენელი თავისი შეხედულებისამებრ.

  1. გიმნაზიის მოძღვარი ვალდებულია ყურადღება მიაქციოს გიმნაზიის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის შესაბამისობას მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებასთან.
  2. გიმნაზიის მოძღვარი ზრუნავს მასწავლებელთა და მოსწავლეთა სულიერ მდგომარეობაზე. ის აბარებს ანგარიშს მღვდელმთავარს/გიმნაზიის დამფუძნებელს გიმნაზიის შემადგენლობის სულიერი მდგომარეობის შესახებ.

 

მუხლი 19

სამეურნეო ნაწილის გამგე

  1. უზრუნველყოფს გიმნაზიის სამეურნეო მომსახურებას, სანიტარული მომსახურებისა და სახანძრო უსაფრთხოების დაცვას.
  2. უწევს კონტროლს ელექტროგანათების, გათბობის, ვენტილაციის და სანტექნიკური მოწყობილობების გამართულ მუშაობას.
  3. მონაწილეობს წარმოების ძირითადი ფონდების მიმდინარე და კაპიტალურ შეკეთებაში, აკონტროლებს მათ მიმდინარეობას; ადგენს სამეურნეო ხარჯების ანგარიშს.
  4. უზრუნველყოფს გიმნაზიას ავეჯით, სამეურნეო ინვენტარით. აკონტროლებს მათ დაცვას და მიმდინარე შეკეთების დროულად ჩატარებას.
  5. ხელმძღვანელობს შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს, გამწვანებას, დასუფთავებას, ფასადის მოვლას და სხვა. უწევს ტექნიკურ მომსახურებას გიმნაზიაში და მისი ეგიდით ჩატარებულ ყველა ღონისძიებას.
  6. ხელმძღვანელობს დაცვის სამსახურს, სატრანსპორტო მეურნეობას და კომუნალურ სამსახურს, უზრუნველყოფს გიმნაზიას სათბობ-ენერგეტიკული რესურსებით.
  7. უზრუნველყოფს სასაწყობო მეურნეობაში მასალების დატვირთვა-ჩამოტვირთვის სამუშაოებს ისე, რომ დაცულ იქნას მოთხოვნები შრომის დაცვაზე, უსაფრთხოების ტექნიკაზე, საწარმოო სანიტარიაზე.
  8. დროულად უზრუნველყოფს საწყობის სათავსოს მიმდინარე რემონტს, წესრიგში აქვს მოწყობილობანი, ინვენტარი. უზრუნველყოფს განათების ელექტრო-მოწყობილობების მომსახურებას.
  9. დროდადრო უზრუნველყოფს სასწავლო ოთახებისათვის განკუთვნილი ინვენტარის შეკეთება-აღდგენას.
  10. ზედამხედველობს გიმნაზიის ტექნიკური პერსონალის მუშაობას.
  11. აქტიურად მონაწილეობს ისეთ ღონისძიებათა გატარებაში, რომელიც უზრუნველყოფს სასაწყობო მეურნეობის ეფექტურ გამოყენებას.

 

 

მუხლი 20

საქმეთა მმართველი

  1. საქმეთა მმართველს ევალება:

ა) გიმნაზიის დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;

ბ) მიმოწერა ზემდგომსა თუ სხვა ინსტანციებთან;

გ) შემოსული და გასული ყველა ოფიციალური დოკუმენტის აღრიცხვა და დაყვანა ადრესატამდე;

დ) გიმნაზიის კონტიგენტთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის წარმოება;

ე) მასწავლებელთა და გიმნაზიის სხვა მუშაკთა პირად საქმეებში და დოკუმენტებში ჩანაწერების დროულად გაკეთება (ცვლილებების, დაჯილდოებებისა და სხვა) და შენახვა;

ვ) საკლასო ჟურნალების. საგამოცდო უწყისების შენახვა;

ზ) გიმნაზიის მოსწავლეთა პირადი საქმეების შედგენა-წარმოება და შენახვა;

თ) გიმნაზიის  სასწავლო პროცესების მარეგულირებელი, დანიშვნითი და სხვა სახის ბრძანებების წიგნების, შრომითი, მშობელთა და სხვა სახის ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების წიგნების წარმოება და შენახვა;

ი) გიმნაზიის არქივის მოვლა-მოწესრიგება.

 

 

მუხლი 21

გიმნაზიის პედაგოგიური საბჭო

  1. გიმნაზიის პედაგოგიური საბჭო შედგება გიმნაზიის ყველა პედაგოგისაგან. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება გიმნაზიის პედაგოგთა არანაკლებ ნახევარი. გიმნაზიის პედაგოგთა საბჭო ტარდება სასწავლო წლის განმავლობაში მინიმუმ სამჯერ. საბჭოს რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნას გიმნაზიის რექტორის, აღმასრულებელი დირექტორის მოთხოვნით ან პედაგოგიური საბჭოს ინიციატივით.
  2. პედაგოგიური საბჭო წარმოადგენს სათათბირო ორგანოს, რომელიც შეიმუშავებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს გიმნაზიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული  საკითხების თაობაზე.
  3. პედაგოგიური საბჭო:

ა) უფლებამოსილია შეიმუშაოს და აღმასრულებელ დირექტორს განსახილველად წარუდგინოს  ცვლილებები გიმნაზიის საგანმანათლებლო პროგრამების ნაწილში.

ბ) უფლებამოსილია განიხილოს გიმნაზიის სასწავლო გეგმა და წარუდგინოს აღმასრულებელ დირექტორს დასამტკიცებლად.

გ) უფლებამოსილია განიხილოს გიმნაზიის სწავლა-სწავლების პროცესის პრობლემები და შესთავაზოს ადმინისტრაციას მათი გადაჭრის გზები.

დ) უფლებამოსილია განიხილოს გიმნაზიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები და მიაწოდოს რეკომენდაციები ადმინისტრაციას.

 

 

მუხლი 22

სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის შიდაკონტროლის

წესი და განხორციელების ფორმები

  1. გაკვეთილზე დასწრება;
  2. დოკუმენტაციის შემოწმება;
  3. შიდასაგიმნაზიო წერების ჩატარება;
  4. ტესტირებების ჩატარება;
  5. ანკეტური გამოკითხვა;
  6. გასაუბრება მოსწავლეებთან;
  7. სასწავლო პროცესის მონიტორინგი:

ა) საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებაზე კონტროლი;

ბ) მასწავლებელთა საქმიანობის კანონიერებაზე კონტროლი;

გ) მასწავლებელთა საქმიანობის მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის კონტროლი;

დ) მასწავლებელთა და მოსწავლეთა საშემსრულებლო დისციპლინის კონტროლი;

ე) მასწავლებელთა და მოსწავლეთა თანამშრომლობის კულტურაზე კონტროლი;

ვ) მასწავლებელთა პროფესიული დაოსტატების საქმიანობის კონტროლი.

 

 

მუხლი 23

გიმნაზიის  შინაგანაწესის დამტკიცებისა და

მასში ცვლილებების შეტანის წესი

  1. გიმნაზიის შინაგანაწესის პროექტს ამზადებს აღმასრულებელი დირექტორი ადმინისტრაციასთან ერთად და დასამტკიცებლად წარუდგენს გიმნაზიის  რექტორს.
  2. გიმნაზიის შინაგანაწესს  ამტკიცებს გიმნაზიის რექტორი.
  3. გიმნაზიის შინაგანაწესში ცვლილება შედის ამ შინაგანაწესის საერთო დებულებით დადგენილი პროცედურის დაცვით.
  4. გიმნაზიის დამფუძნებელი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან გინაზიის რექტორის წინადადებით ადმინისტრაციისაგან დამოუკიდებლად მოამზადოს და დაამტკიცოს გიმნაზიის შინაგანაწესი და ცვლილებები შეიტანოს მასში.

 

 

თავი  III

გიმნაზიის  პერსონალი

 

მუხლი 24

გიმნაზიის  მასწავლებელი

  1. გიმნაზიის მასწავლებელი უნდა იყოს პირი, რომელსაც პროფესიული უფლება მიენიჭება არსებული კანონმდებლობის მიხედვით და არის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი.
  2. გიმნაზიაში მასწავლებლის სამუშაოზე მიიღება საკონკურსო კომისიასთან (აღმასრულებელი დირექტორის, სასწავლო-აღმზრდელობით დარგში აღმასრულენელი დირექტორის მოადგილისა და შესაბამისი კათედრის/საგნის თავმჯდომარის/მასწავლებლის შემადგენლობით) გასაუბრების შედეგის საფუძველზე და იდება ხელშეკრულება გიმნაზიასა და მასწავლებელს შორის.
  3. მასწავლებელი პირად მაგალითზე უნდა აჩვენებდეს მოსწავლეს რას ნიშნავს ქრისტიანული სამართლიანობა და ურთიერთპატივისცემა. მასწავლებლის მაგალითი გადამწყვეტია გიმნაზიაში მშვიდი და ღვთივსათნო გარემოს შესაქმნელად.
  4. მასწავლებელმა სამსახურში მიღებისას უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა)  განცხადება სამუშაოზე მიღების თაობაზე;

ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

დ)  სერთიფიკატების ასლი (თუ ასეთი არსებობს);

ე)  კადრების აღრიცხვის ფურცელი;

  1. სამსახურში მიღებისას გიმნაზიის ადმინისტრაცია მასწავლებელს აცნობს შემდეგ დოკუმენტაციას:

ა) გიმნაზიის წესდება;

ბ) შინაგანაწესი;

გ) ამ დაწესებულებისათვის დამახასიათებელი სხვა საბუთები.

  1. მასწავლებელი ვალდებულია:

ა) აკმაყოფილებდეს შესაბამის პედაგოგიურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

ბ) შეასრულოს გიმნაზიის წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნები და დაიცვას  შინაგანაწესი;

გ) დაიცვას მოსწავლეთა პიროვნული ღირსება, არ დაუშვას მათ მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა;

დ) მონაწილეობა მიიღოს მოსწავლეთა კონფლიქტების გარკვევასა და დარეგულირებაში;

ე) იზრუნოს პროფესიული ცოდნისა და ოსტატობის დონის ამაღლებისათვის;

ვ) მისცეს მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება და იყოს პასუხისმგებელი პროფესიული საქმიანობის შედეგზე;

ზ) იზრუნოს შრომითი დისციპლინის დაცვაზე;

თ) მოსწავლის გაკვეთილზე დაგვიანების, საგაკვეთილო პროცესზე გამოუცხადებლობის ან გაკვეთილის უნებართვოდ დატოვების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს კლასის ხელმძღვანელს ან ადმინისტრაციას.

  1. მასწავლებელს უფლება აქვს:

ა) დაესწროს პედაგოგიური საბჭოს სხდომებს;

ბ) მონაწილეობა მიიღოს გიმნაზიის სასწავლო, სამოქმედო და განვითარების გეგმების შემუშავებაში;

გ) დაიცვას საკუთარი პროფესიული პატივი და ღირსება;

დ) გაიაროს ატესტაცია, აიმაღლოს კვალიფიკაცია;

ე) მოამზადოს საკლასო და საგიმნაზიო ღონისძიებები;

ვ) ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და გიმნაზიის მიერ დადგენილი სოციალური შეღავათებით და გარანტიებით;

ზ) საქველმოქმედო მიზნებისათვის დადგენილი წესით მოიზიდოს ნებაყოფლობითი შემოწირულობები;

თ) დისციპლინური დევნისას ისარგებლოს დუმილის უფლებით. დუმილის უფლება არ ათავისუფლებს მასწავლებელს დისციპლინარული პასუხისმგებლობისაგან.

  1. მასწავლებელი გიმნაზიაში ცხადდება ჩასატარებელი გაკვეთილების დაწყებამდე 15 წუთით ადრე.
  2. დაგვიანებისათვის ან საპატიო თუ არასაპატიო მიზეზით გაკვეთილების გაცდენისათვის ექვითება ხელფასი, ჩატარებული გაკვეთილები უნაზღაურდება სათადარიგო პედაგოგს.
  3. გაკვეთილების მოსალოდნელი გაცდენის შემთხვევაში (ოჯახური პირობების შეცვლა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და სხვა) ვალდებულია შეატყობინოს გიმნაზიის ადმინისტრაციას, რათა ერთად იზრუნონ არსებული პრობლემის გადასაჭრელად.
  4. მასწავლებელი ვალდებულია ყოველი გაცდენილი საათის შესახებ წარსდგეს ახსნა-განმარტებით ადმინისტრაციასთან. (ავადმყოფობის შემთხვევაში წარმოადგინოს შესაბამისი საავადმყოფოს ფურცელი).
  5. მასწავლებელს ეკრძალება გაკვეთილის მსვლელობის დროს მოსწავლის გაგდება საკლასო ოთახიდან. მოსწავლის მხრიდან დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში იწერება მოხსენებითი ბარათი, რომელიც რეაგირებისათვის გადაეცემა გიმნაზიის ადმინისტრაციას.
  6. მასწავლებლის სამსახურიდან დათხოვნა შესაძლებელია შრომითი კანონმდებლობისა და გიმნაზიის შინაგანაწესის საფუძველზე.

 

მუხლი 25

კლასის ხელმძღვანელი

  1. სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის უკეთ წარმართვის მიზნით თითოეული სასწავლო კლასისათვის აღმასრულებელი დირექტორი, გიმნაზიის რექტორის თანხმობით, ნიშნავს კლასის ხელმძღვანელს.
  2. კლასის ხელმძღვანელი თავისი ცხოვრების წესით უნდა წარმოადგენდეს მაგალითს მოსწავლეებისა და მშობლებისათვის, თავისი მოვალეობის შესრულება დაუქვემდებაროს გიმნაზიის საერთო მიზნებსა და ინტერესებს; უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი.
  3. კლასის ხელმძღვანელს უფლება აქვს ადმინისტრაციასთან შეთანხმებით მოიწვიოს მოსწავლეთა, მშობელთა ან ერთობლივი კრება; ადმინისტრაციის წინაშე დააყენოს მოსწავლეზე სხვადასხვა შეღავათის გაწევის საკითხი; შეატყობინოს მშობელთა მიერ გამოთქმული პრეტენზიები და მოსაზრებები, მათ შორის გიმნაზიაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით.
  4. კლასის ხელმძღვანელი ვალდებულია:

ა) შეისწავლოს საერთო ცნობები ცალკეული მოსწავლის შესახებ, მისი პიროვნული თვისებები, და გაითვალისწინოს მუშაობაში;

ბ) მოსწავლეებს და მშობლებს გააცნოს გიმნაზიის შინაგანაწესი;

გ) კონტროლი დააწესოს გაკვეთილების გაცდენაზე;

დ) შეადგინოს თემატიკა კლასის საათისათვის;

ე) მინიმუმ თვეში ერთხელ მოაწყოს შეკრება კლასში შექმნილი საჭირბოროტო საკითხების განსახილველად;

ვ) უზრუნველყოს წარჩინებულ მოსწავლეთა მიღწევების განზოგადება;

ზ) მკაცრი კონტროლი დააწესოს საკლასო ოთახში განთავსებული ინვენტარის მოვლა-პატრონობაზე, საკლასო ჟურნალის წარმოებაზე;

თ) ადმინისტრაციაში მითითებულ ვადებში, მასწავლებლებთან კორდინაციით, მოამზადოს და წარადგინოს ანგარიში;

ი) მოსწავლის მოძღვართან ერთად სათანადო რეაგირება მოახდინოს მასწავლებლების მიერ დაწერილ მოხსენებით ბარათებზე. შეატყობინოს ამის შესახებ მოძღვრებს შემდგომი ღონისძიების გასატარებლად;

კ) მინიმუმ სემესტრში სამჯერ მოიწვიოს მშობელთა კრება (პირველ კლასში მასწავლებელთან ერთად). უზრუნველყოს მშობლების ინფორმირება მოსწავლეების აკადემიურ და ზნეობრივ მდგომარეობაზე;

ლ) აწარმოოს კლასის ხელმძღვანელის რვეული;

მ) ცხრილით გათვალისწინებული გაკვეთილის არ ჩატარების შემთხვევაში სადამრიგებლო კლასში ჩაატაროს გეგმით გათვალისწინებული კლასის საათი;

ნ) მოხსენებითი ბარათების გათვალისწინებით მოძღვართან შეთანხმებით, შეაფასოს მოსწავლეთა ყოფაქცევა (ზნეობა) და აცნობოს მშობელს;

ო) პირველი კლასის ხელმძღვანელმა სასწავლო წლის ბოლოს შეადგინოს თითოეული მოსწავლის პედაგოგიური დახასიათება;

პ) ინდივიდუალურად იმუშაოს ძნელადაღსაზრდელ მოსწავლეებთან;

ჟ) აწარმოოს მოსწავლეთა პირადი საქმეები, საკლასო ჟურნალში დროულად შეიტანოს სათანადო ცვლილებები (მოსწავლეთა მოძრაობა და სხვა);

რ) კავშირი იქონიოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის ოჯახთან, აცნობოს საჭირო ინფორმაცია მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, შეატყობინოს  მოსწავლის საგაკვეთილო პროცესზე გამოუცხადებლობის და დაგვიანების შესახებ და დაადგინოს მიზეზი; ყოველი სემესტრის ბოლოს შეაჯამოს კლასის შედეგები, შეავსოს სემესტრული შედეგების ცხრილი;

ტ) იმყოფებოდეს სკოლაში სადამრიგებლო კლასის ცხრილში შეტანილი ყველა გაკვეთილის განმავლობაში, თვალყური ადევნოს მოსწავლის ქცევას;

უ) ესწრებოდეს სადამრიგებლო კლასთან დაკავშირებით ყველა შეკრებასა და ღონისძიებას და მონაწილეობა მიიღოს მათ მომზადებაში;

ფ) შეასრულოს გიმნაზიის შინაგანაწესის სხვა მუხლები.

  1. ზემოთჩამოთვლილი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში აღმასრულებელ დირექტორს შეუძლია შეუჩეროს ან შეუწყვიტოს მოქმედ კლასის ხელმძღვანელს უფლებამოსილება.

 

 

მუხლი 26

გიმნაზიის საგნობრივიკათედრა/კათედრის თავმჯდომარე

  1. გიმნაზიის საგნობრივი კათედრა არის ერთიდაიმავე ან მონათესავე საგნის მასწავლებელთა ერთიანობა. იგი იქმნება:

ა) როცა გიმნაზიაში ერთი და იმავე საგნის მასწავლებელთა რაოდენობა სამი და მეტია;

ბ) როცა სამზე ნაკლებია მაშინ იქმნება მონათესავე საგნის მასწავლებელთა კათედრა.        

  1. საგნობრივი კათედრის ფუნქციებია:

ა) საგნობრივი ჯგუფის საგნის / საგნების სწავლების კოორდინაცია;

ბ) ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება წარმატების წინაპირობების განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;

გ) სახელმძღვანელოების არჩევა (თითოეული კლასის ყველა განაყოფში უნდა ისწავლებოდეს ერთი და იმავე სახელმძღვანელოთი);

დ) საგნობრივი კათდრების მასწავლებლებთან კოორდინირებული მუშაობა.;

ე) პროფესიული განვითარების გზების დასახვა;  

ვ) რეკომენდაციების შემუშავება ახალი დამხმარე სასწავლო მასალებისა და ბიბლიოთეკისათვის საჭირო წიგნების შესახებ;

ზ) რეკომენდაციების შემუშავება ახალი მეთოდოლოგიებისა და მიდგომების შესახებ.

  1. საგნობრივი კათედრის თავმჯდომარეს ერთი წლის ვადით ირჩევენ შესაბამისი კათედრის წევრები.
  2. საგნობრივი კათედრის თავმჯდომარის ფუნქციებია:

ა) რეგულარული შეხვედრების ორგანიზება. (დღის წესრიგის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში ოქმებისა და საბუთების წარმოება);

ბ) საგნობრივი კათედრის გადაწყვეტილებების მიწოდება გიმნაზიის ადმინისტრაციისათვის;

გ) პროფესიული განვითარებისათვის სასარგებლო ღონისძიებების ორგანიზება (სამუშაო შეხვედრები, ტრენინგები, კონფერენციები და სხვა);

დ) საგნის სწავლებაში პროგრამული თუ თემატური სიახლეების დროულად დაყვანა მასწავლებლებამდე და თემატური გეგმების განხილვა;

ე) მოწინავე პედაგოგიური გამოცდილების განზოგადება, გავრცელება, დანერგვა;

ვ) ახალგაზრდა პედაგოგთა პროფესიული დაოსტატებისათვის ზრუნვა;

ზ) მასწავლებელთა პროფესიული გადამზადება ადგილზე (შესაძლებლობის ფარგლებში),  ღია გაკვეთილების, ურთიერთდასწრებისა და ღია კარის დღეების  ორგანიზება;

თ) ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში 10 სექტემბრამდე არჩეული სახელმძღვანელოების სიის გამოკვრა მშობელთათვის თვალსაჩინო ადგილას;

ი) სემესტრში მინიმუმ ორჯერ კათედრის სხდომების ჩატარება.

 

 

მუხლი 27

დამხმარე მასწავლებელი

  1. დამხმარე მასწავლებელი გიმნაზიაში უძღვება გახანგრძლივებული სწავლების ჯგუფის მეცადინეობებს.

 

 

მუხლი 28

გიმნაზიის ბიბლიოთეკარი

  1. ბიბლიოთეკა კულტურულ-საგანმანათლებლო სამეცნიერო-ინფორმაციული დაწესებულებაა, რომლის ფუნქციაა ეფექტურად გამოიყენოს წიგნადი ფონდი ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
  2. საბიბლიოთეკო მომსახურების ძირითადი ამოცანებია:

ა) მკითხველთა სწრაფი და სრული უზრუნველყოფა მათთვის საჭირო ინფორმაციით;

ბ)  ხელსაყრელი პირობების შექმნა პიროვნების შემოქმედებითი განვითარებისათვის;

  1. ბიბლიოთეკის საქმიანობა განიხილება როგორც სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის შემადგენელი ნაწილი და მისი ფუნქციონირების ძირითადი პრინციპებია: მკითხველთა თანასწორუფლებიანობა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, შეუზღუდველობა და ოპერატიულობა.
  2. ბიბლიოთეკარი დახმარებას უწევს მასწავლებლებს მოსწავლეთა კლასგარეშე კითხვის ორგანიზაციაში. ეხმარება მოსწავლეებს გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გაღრმავება- განმტკიცებაში; აჩვევს მათ წიგნზე დამოუკიდებლად მუშაობას და წიგნების მოვლა-პატრონობას.
  3. ბიბლიოთეკარი აწარმოებს წიგნების, ჟურნალებისა და გაზეთების გაცემასა და აცნობს გიმნაზიის მოსწავლეებს და მასწავლებლებს ახალ გამოცემებს.
  4. ბიბლიოთეკარი ასწავლის მოსწავლეებს ლექსიკონებისა და ცნობარების გამოყენებას, გარკვეული თემის მიხედვით საჭირო ლიტერატურის შერჩევას, წიგნებით სარგებლობასა და მათი დაცვის წესებს.
  5. წიგნების პროპაგანდის მიზნით ბიბლიოთეკარი აწყობს წიგნების გამოფენას. ეწევა მასობრივ მუშაობას და აწყობს წიგნების ხმამაღალ კითხვას, ლექციებს, საუბრებს და მკითხველთა კონფერენციებს.
  6. ბიბლიოთეკარი მატერიალურად პასუხს აგებს წიგნებისა და ბიბლიოთეკის ქონების დაცვაზე. მას წესრიგში მოჰყავს ბიბლიოთეკის მეურნეობა, ადგენს წიგნების კატალოგს.
  7. ადმინისტრაციას წარუდგენს რეკომენდაციებს სხვადასხვა ლიტერატურის შეძენის თაობაზე.

 

 

მუხლი 29

კომენდანტი

  1. კომენდანტი მოვალეა:

ა) სასწავლო პროცესის განმავლობაში არ შეუშვას უცხო პირი გიმნაზიის ტერიტორიაზე სპეციალური ნებართვის გარეშე.

ბ) ზედამხედველობა გაუწიოს მოსწავლეთა ქცევას დერეფანში დასვენებებზე და საგაკვეთილო პროცესის მსვლელობისას, მოსწავლის კლასიდან გამოსვლის შემთხვევაში.

 

 

მუხლი 30

ინფორმაციული ტექნოლოგი

  1. ინფორმაციული ტექნოლოგი მოვალეა:

ა) უზრუნველყოს გიმნაზიის პერსონალური კომპიუტერების გამართული მუშაობა;

ბ) ტექნიკური მომსახურება გაუწიოს გიმნაზიის ვებგვერდს;

გ) გამართოს და ადმინისტრირება გაუწიოს გიმნაზიაში კომპიუტერულ ქსელს.

 

 

მუხლი 31

დარაჯი

  1. დარაჯი იცავს ობიექტს: ატარებს მოქალაქეებს, სატრანსპორტო საშუალებებს ობიექტზე და უკან სათანადო ნებართვის შემთხვევაში.
  2. დარაჯი ხსნის და ხურავს ჭიშკარს, ამოწმებს დასაცავი ობიექტის სიმრთელეს, გასაღებებს, საკეტებსა და სხვა მოწყობილობებს.
  3. ამოწმებს ვიდეოკონტროლის სისტემის გამართულობას, ობიექტის ელექტრომაშუქებელ ფარებს და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარის მდგომარეობას. გაუმართაობის შემთხვევაში ატყობინებს სამეურნეო ნაწილის გამგეს ან ადმინისტრაციას.
  4. ობიექტზე რაიმე დაზიანების აღმოაჩენის შემთხვევაში დარაჯი ვალდებულია აცნობოს სკოლის აღმასრულებელ დირექტორს და „112“-ს. მათ მოსვლამდე კი უზრუნველყოს დანაშაულის მამხილებელი ფაქტების დაცვა.
  5. ხანძრის გაჩენის შემთხვევაში ატყობინებს „112“-ს, აცნობებსს სკოლის აღმასრულებელ დირექტორსა და სამეურნეო ნაწილის გამგეს, ღებულობს პირველ ზომებს ხანძრის სალიკვიდაციოდ.
  6. დარაჯმა უნდა იცოდეს ხელწერა იმ პასუხისმგებელი პირებისა, რომელთა ნებართვაც აუცილებელია ობიექტზე მატერიალური ღირებულების შემოტანა-გატანისათვის, ობიექტის დაცვის წესი და ინსტრუქციები, შესაბამისი სამსახურების საკონტაქტო ტელეფონის ნომრები.

 

 

მუხლი 32

მეგარდერობე

  1. მეგარდერობე მოვალეა ზედამხედველობა გაუწიოს გიმნაზიის მოსწავლეთა გარდერობს და უზრუნველყოს მოსწავლეთა სამოსის უსაფრთხო შენახვა მეცადინეობების მიმდინარეობისას.

 

 

მუხლი 33

ცეცხლფარეში

  1. ცეცხლფარეში ემსახურება წყლისა და ორთქლის ქვაბებს, არეგულირებს საქვაბის ხელსაწყოებს, უზრუნველყოფს საქვაბის მოწყობილობათა შეუფერხებელ მუშაობას, აღრიცხავს ელექტროენერგიისა და საწვავის ხარჯს.
  2. ცეცხლფარეშმა უნდა იცოდეს: საქვაბეების მოწყობილობა, ცენტრალური და ცილინდრული ტიპის ტუმბოების მოწყობილობა და მუშაობის პრინციპი, ელექტროძრავების მუშაობის პრინციპი, საკონტროლო-გამზომი ხელსაწყოების მოწყობილობა და მუშაობის პრინციპი, უსაფრთხოების წესები.
  3. ცეცხლფარეშის სამუშაო გრაფიკს ადგენს სამეურნეო ნაწილის გამგე.

 

 

მუხლი 34

დიასახლისი

  1. დიასახლისი მოვალეა უზრუნველყოს გიმნაზიაში კვების ბლოკის მომსახურება.

 

 

მუხლი 35

დამლაგებელი

  1. დამლაგებელი მოვალეა უზრუნველყოს გიმნაზიაში სანიტარული მდგომარეობა.

 

 

მუხლი 36

მებაღე

  1. მებაღე მოვალეა უზრუნველყოს გიმნაზიის ეზოსა და შენობის მიმდებარე გაზონების მოწესრიგებული მდგომარეობა.

 

 

მუხლი 37

გიმნაზიის ექიმი

გიმნაზიის  ექიმი მოვალეა:

  1. განახორციელოს მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და იმუნიზაციის შესაბამისი ღონისძიებების ხელშეწყობა;
  2. შეაფასოს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი განვითარება და დროულად გამოავლინოს დარღვევები;
  3. ბავშვებსა და მოზარდებში გამოავლინოს სიმპტომები და სინდრომებია, რომლებიც მოითხოვს პირველად და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას;
  4. საჭიროების შემთხვევაში გაუწიოს დაზარალებულს პირველადი და გადაუდებელი დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მოსვლამდე;
  5. დროულად გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური (საჭიროების შემთხვევაში); აწარმოოს  სამედიცინო დოკუმენტაცია და  ინფორმაციის ორგანიზება;
  6. განახორციელოს ღონისძიებები ქრონიკული დაავადებების (მაგალითად, სქოლიოზი, მხედველობის დარღვევები) და სასკოლო ტრავმატიზმის პრევენციისათვის;
  7. დაგეგმოს ინფექციური დაავადებების პრევენციის ღონისძიებები და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
  8. გაეცნოს გიმნაზიის მოსწავლეთა აცრების კალენდარს და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებით ხელი შეუწყოს იმუნიზაციის პროგრამებში მათ ჩართვას, მისცეს რეკომენდაციები;
  9. დაგეგმოს პროფილაქტიკური და გეგმიური ეპიდსაწინააღმდეგო სანიტარიულ-ჰიგიენური ღონისძიებები და ხელი შეუწყოს მათი განხორციელებას;
  10. ზედამხედველობა გაუწიოს გიმნაზიაში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვას;
  11. განახორციელოს ღონისძიებები საგიმნაზიო კვების უსაფრთხოების მიზნით;
  12. იზრუნოს მოსწავლეთა, გიმნაზიის პერსონალისა და მშობელთა/კანონიერ წარმომადგენელთა სამედიცინო-პროფილაქტიკურ განათლებაზე;
  13. დაგეგმოს და განახორციელოს გიმნაზიაში ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებები;
  14. ბავშვებზე ძალადობის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს აღმასრულებელ დირექტორს;
  15. მონაწილეობა მიიღოს გიმნაზიის დღის რეჟიმის შედგენაში.

 

 

მუხლი 38

გიმნაზიის სათადარიგო მასწავლებელი

  1. გიმნაზიის სათადარიგო მასწავლებელი ადმინისტრაციის მითითებით, საჭიროების შემთხვევაში (გიმნაზიის ძირითადი მასწავლებლის მიერ დაკისრებული მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში) ატარებს გაკვეთილებს მისი კვალიფიკაციის შესაბამისად.

 

მუხლი 39

გიმნაზიის სპეციალური მასწავლებელი

გიმნაზიის  სპეციალური მასწავლებელი მოვალეა:

  1. შეაფასოს და აღწეროს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა აკადემიური, სოციალური და ფუნქციური უნარები;
  2. საჭიროების შემთხვევაში, წინასწარ განსაზღვრული განრიგით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან იმუშაოს ინდივიდუალურად, მათ შორის რესურს-ოთახში და შექმნას საგანმანათლებლო რესურსები;
  3. აღწეროს მოსწავლის აკადემიური, კოგნიტური, კომუნიკაციური, სოციალური, ფსიქო-ემოციური, ქცევითი, ფუქნციური და მოტორული უნარები და შეიმუშაოს მოსწავლის სწავლასთან გამოხატული სიძნელის პირველადი მართვის რეკომენდაციები მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის, კლასის ხელმძღვანელის, მასწავლებლისა და გიმნაზიის ადმინისტრაციისათვის;
  4. მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემმუშავებელ სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში;
  5. მონაწილეობა მიიღოს გიმნაზიის მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნაში;
  6. ითანამშრომლოს კლასის ხელმძღვანელთან და მასწავლებლებთან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებაზე და მათი ქცევის მართვაში კონსულტაციის გაწევისა და პრაქტიკული დახმარების აღმოჩენის მიზნით;
  7. ასწავლოს კომუნიკაციის სირთულის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს კომუნიკაციის დამხმარე და ალტერნატიული საშუალებების გამოყენება და სოციალური ურთიერთობები;
  8. დაეხმაროს მასწავლებლებს, მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელსა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებს კომუნიკაციის დამხმარე და ალტერნატიული საშუალებების გამოყენებაში, კომუნიკაციის სირთულის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან ურთიერთობისას;
  9. დაკვირვება აწარმოოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის აკადემიურ მიღწევებზე, მის საქმიანობაზე, სსსმ მოსწავლესა და სხვა მოსწავლეებს შორის ურთიერთობებზე. საჭიროების შემთხვევაში, გაუწიოს კონსულტაცია მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მათ მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს;
  10. საჭიროების შემთხვევაში, წინასწარ განსაზღვრული განრიგით, დაეხმაროს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებისა და ინდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო შედეგების მიღწევაში;
  11. ითანამშრომლოს მოსწავლის კანონიერ წამრომადგენელთან, მიაწოდოს ინფორმაცია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ; მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინებით, მიაწოდოს შესაბამისი რეკომენდაციები;
  12. ითანამშრომლოს ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სხვა სპეციალისტებთან და საჭიროების შემთხვევაში კოორდინაცია გაუწიოს მათ მუშაობას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან;
  13. დააკვირდეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესრულებას; დაკვირვების შედეგად, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართოს გიმნაზიის ადმინისტრაციას რეაგირებისთვის;
  14. საჭიროების შემთხვევაში, ასწავლოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს/მოსწავლეებს ან/და ინდივიდუალურად/ჯგუფურად იმუშაოს მასთან/მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით.

 

 

მუხლი 40

გიმნაზიის უსაფრთხოების მრჩეველთა საბჭო

  1. გიმნაზიის უსაფრთხოების მრჩეველთა საბჭო (მრჩეველთა საბჭო) იქმნება გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; იგი არის კოლეგიური სათათბილო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს გიმნაზიაში სააღმზრდელო, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხების განხილვასა და გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიცემას;
  2. გიმნაზიის მრჩეველთა საბჭო შემადგენლობაში არიან: აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეები, უფლებამოსილი პირი, კომენდანტი, კლასების ხელმძღვანელები;
  3. მრჩეველთა საბჭოს შეხვედრები იმართება სემესტრში ორჯერ მაინც და საჭიროების შემთხვევაში.

 

 

მუხლი 41

გიმნაზიის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

გიმნაზიის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი მოვალეა:

  1. გიმნაზიაში შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციის მიზნით უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვა და მართვა;
  2. საფრთხის გამოვლენის მიზნით განახორციელოს გიმნაზიის პერიოდული დათვალიერება;
  3. საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი დროული აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად შეიმუშაოს და წარუდგინოს რეკომენდაციები გიმნაზიის აღმასრულებელ დირეტორსა და აღმასრულებელი დირეტორის მოადგილეს საორგანიზაციო დარგში.

ძიება