წმ გრიგოლ ფერაძის ხსოვნის დღე

6 დეკემბერს, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში, სამთავისისა და გორის მიტროპოლი ანდრიას კურთხევით, შედგა ფილოსოფიის დოქტორის, პარიზის წმ.ნინოს პირველი ქართული-მართლმადიდებლური ტაძრის დამაარსებლის, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორის, წმიდა მღვდელმოწამე არქიმანდრიტ გრიგოლ ფწრაძის ხსოვნის საღამო.

საღამოზე სასულიერო პირებმა, წმ. გრიგოლ ფერაძის საზოგადოების თავმჯდომარემ, ოჯახის წევრებმა და  მოწვეულმა მეცნიერებმა ისაუბრეს  გრიგოლ ფერაძეზე როგორც  მასწავლებელზე, მეცნიერზე, მკვლევარზე, პუბლიცისტზე, სულიერ მოძღვარზე, მის ღვაწლზე საქართველოს, პოლონეთისა და კაცობრიობის წინაშე. საღამოზე შედგა ჩართვა წმ. გრიგოლ ფერაძის ვარშავის სასულიერო საძმოს წევრთან დეკანოზ ჰენრიკ პაპროცკისთან. შეხვედრის დასასრულს გიმნაზიის სტუმრებმა, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ნახეს ფილმი „თეთრი ანგელოზის ძიებაში“.

 

1 2 3 4

ძიება