17-24 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის მოწვევით, სტუმრობდა ათონის წმ. მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი თანმხლებ პირებთან ერთად.ეს ვატოპედის მონასტრის საძმოს პირველი სტუმრობა იყო საქართველოში. ამ მონასტერს თავისი მნიშვნელობით მეორე ადგილი უჭირავს ათონის მთაზე. იგი დაარსებულია ათანასე ათონელის მოწაფეების მიერ.
წმიდა მთის მამები სტუმრობდნენ სამთავისისა და გორის ეპარქიას.