მხიარული სტარტები

22 მაისს, ღირსი იოანე ათონელის მეორე კლასში უცნაური ,,მხიარული სტარტები" გაიმართა (სპორტის პედაგოგი მ. კახიაშვილი). ღონისძიება მათემატიკის კათედრასთან თანამშრომლობით განხორციელდა ( მათემატიკის პედაგოგი მ. სირბილაძე). პატარები სპორტულ აქტივობებთან ერთად ხსნიდნენ და ადგენდნენ მაგალითებს, ამოცანებს, უტოლობებს. გუნდებმა: ,,ჩემპიონმა" (კაპიტანი გიორგი ბერძნიშვილი)  და ,,იმედმა" (კაპიტანი იოანე ოქროპირიძე), ძალიან საინტერესოდ იასპარეზეს.

მათემატიკურ ნაწილში თამაში ფრედ დამთავრდა, ხოლო სპორტული ნაწილი  ,,ჩემპიონის" გამარჯვებით დასრულდა. ვულოცავთ მეორე კლასელებს გამარჯვებას  და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ ასპარეზობებში.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9

ძიება