გაზაფხულს გიმნაზიის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი ,,მათემატიკური თვალით დანახული ტაძრები“ . ამ პროექტის ფარგლებში უფლის ხელთუქმნელი ხატის სახელობის მეათე კლასმა გაზომვები ჩაატარა და აგეგმა ნიქოზის
საკათედრო ტაძარი (პედაგოგი მ. მოსიაშვილი). ნამუშევრით დაინტერესდა და მეათეკლასელები ნიქოზში მიიწვია ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ (ჭანტურია). მეუფე სამწუხაროდ ვერ შეხვდა გიმნაზიელებს, თუმცა მონასტრის დედებმა და ნიქოზში მცხოვრებმა მოსწავლეებმა დიდი სიყვარულით უმასპინძლეს ბავშვებს.