დამამთავრებელი და კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდები

 

სასწავლო წლის ბოლოს ჩატარებული გამოცდებით გიმნაზიელები გაწეული შრომის შედეგებს აფასებენ.  მეთორმეტე კლასელებმა წარმატებით ჩააბარეს დამამთავრებელი გამოცდები და ეროვნული გამოცდებისთვის მზადებას აგრძელებენ. მეთერთმეტეკლასელების კარგი  საგამოცდო შედეგებით საბუნებისმეტყველო საგნებასა და გეოგრაფიაში  დაფასდა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მონდომება და მუშაობა.

მე-6 და მე-9 კლასელებმა საფეხურის დამამთავრებელი გამოცდები ამ სასწავლო წელსაც შეფასებისა და გამოცდების ცენტრის მიერ შემოთავაზებული კომპიუტერული ტესტირებით ჩააბარეს, ხოლო მე-4, მე-5, მე-7, მე-8  და მე-10 კლასელებს კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდები ზეპირი და ტესტური ფორმით ჩაუტარდათ.

 

DSCN1513 DSCN1514 DSCN1517 DSCN1523

ძიება